x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125252
  • ვიდეო:355865
  • სურათი:498094
ჰიტის - I Believe I Can Fly-ის შემსრულებელი წლების განმავლობაში აუპატიურებდა და ექსპლუატაციას უწევდა გოგონებს და არავინ იცოდა: როგორ მოხდა ეს?
image

შარშან შემოდგომაზე ამერიკელი შემსრულებელი რ.კელი(სრული სახელი რობერტ სილვესტერ კელი)დამნაშავედ ცნეს პედოფილიასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაში . ჰიტის I Believe I Can Fly შემსრულებელი ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელი დარჩა. როგორ გააკერპა მსოფლიომ მუსიკოსი, ისე, რომ არ იცოდა (ან არ სურდა ცოდნოდა) მისი ამაზრზენი საქციელის შესახებ?



იგი ოთხმოცდაათიანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მუსიკოსი იყო. მისი სიმღერა I Believe I Can Fly ფილმისთვის Space Jam გახდა ჰიტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჟურნალის Billboard-ის მიხედვით, რ. კელი არის 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული სოლო არტისტი შეერთებული შტატებში სინგლების რაოდენობით, რომელიც ტოპ-40-ში მოხვდა. 2005 წლის მონაცემებით, მისი ხუთი ალბომი მოექცა Billboard 200-ის სათავეში.მისი პოპულარობის ფენომენი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ მან მოახერხა მსმენელთა გულის მოგება მთელ მსოფლიოში, თუმცა მის მშობლიურ ამერიკაში იმ დროს Rʼn'B და სოული ითვლებოდა მხოლოდ "მუსიკა შავკანიანებისთვის".





ქორწინება არასრულწლოვანთან



სწორედ კელი დაეხმარა მაშინდელ 14 წლის ამომავალ ვარსკვლავს ალიას მუსიკალური კარიერის დაწყებაში და პირველი ალბომის გამოშვებაში. საზოგადოებამ მოგვიანებით გაიგო, რომ არასრულწლოვან გოგონას რომანი აკავშირებდა თავის 26 წლის მენტორთან. ალიამ და რობერტმა დაქორწინებაც კი მოახერხეს, როდესაც გოგონა მხოლოდ 15 წლის იყო.


წყვილი აგრძელებდა ყველაფრის უარყოფას. თავის ინტერვიუებში მომღერალმა აღნიშნა, რომ ის და კელი "ძალიან ახლოს იყვნენ" და "ხალხმა ეს არასწორად გაიგო". უკანონო ქორწინება ალიას მშობლებმა 1995 წლის თებერვალში გააუქმეს, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედეს რობერტ კელისთვის სასამართლოში ეჩივლათ. შემდგომში არც ალიამ და არც რობერტმა არ გააკეთეს კომენტარი პრესაში მათ ურთიერთობის შესახებ და გოგონა ბოლობოლო სხვა პროდიუსერთან გადაბარგდა.

image

2001 წელს 22 წლის მომღერალი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. დღეს ბევრი დარწმუნებულია, რომ არა სიკვდილი, ეს ნიჭიერი გოგონა სუპერვარსკვლავი გახდებოდა.


2011 წელს დემეტრიუს სმიტმა, რომელიც ოდესღაც მეგობრობდა რ. კელისთან, თავის წიგნში The Man Behind the Man: Looking From Inside Out აღწერა როგორ დაეხმარა ალიას და რობერტს ქორწინებისთვის დოკუმენტების გაყალბებაში და ასევე მოინანია თავისი საქციელი. მან ასევე თქვა, რომ ქორწილის დღეს ალია "შეშფოთებული და შეშინებული" გამოიყურებოდა. 2019 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Surviving R. Kelly, რომელშიც ალიას და კელის ქორწინების ახალი დეტალები გამოვლინდა. ყოფილმა მოცეკვავემ კანინგემმა განაცხადა, თუ როგორ ჰქონდათ წყვილს სექსი ტურისტულ ავტობუსში.


მოგვიანებით, ალიას ახლობლები ირწმუნებოდნენ, რომ მათ არაერთხელ სცადეს მისი ცხოვრების ამ პერიოდის განხილვა, მაგრამ გოგონა ერთადერთ რამეს ამბობდა, რომ კელი იყო "ცუდი ადამიანი". არტისტის დედამ, დაიან ჰეტონმა, აღიარა, რომ მისი ქალიშვილის ცხოვრებაში „ყველაფერი არასწორედ წარიმართა“, სწორედ რობერტთან შეხვედრის შემდეგ.


შემდგომში, არასრულწლოვანებთან დაკავშირებით ბრალდებები რეგულარულად წამოიჭრებოდა ხოლმე. 2002 წელს ჟურნალისტმა პოლიციაში მიიტანა ვიდეო, რომელშიც მამაკაცს, რომელიც კელის ჰგავდა, სექსი ჰქონდა არასრულწლოვან გოგონასთან. მხოლოდ 2008 წელს მივიდა საქმე სასამართლომდე, მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა მომღერალი გაამართლეს: ჯერ ერთი, მან განაგრძო იმის მტკიცება, რომ ის არ იყო ჩანაწერზე და მეორეც, ვიდეოდან გოგონას ვინაობა ვერ დადგინდა. ასე გამოძვრა რობერტ კელი პირველად.


Სიყვარული ბრმაა


ამ გახმაურებულ სასამართლო პროცესს მოჰყვა 15 წლის ჯერონდა პეისის ამბავი (რომელიც თავდაპირველად თავს ჯერონდა ჯონსონად ასაღებედა თავს), რომელიც აღმერთებდა რ.კელის და უპირობოდ სჯეროდა მისი უდანაშაულობის. გოგონამ მოახერხა ცნობილი გამხდარიყო: ყველა მოსმენაზე მიდიოდა და ინტერვიუებსაც აძლევდა, სადაც ამტკიცებდა, რომ არავის აქვს უფლება მის კერპს პედოფილი უწოდოს.

image

რობერტმა დააფასა ასეთი ერთგულება და ერთი წლის შემდეგ, როდესაც აჟიოტაჟი ჩაცხრა, მან ჯერონდა თავითან სახლში წვეულებაზე მიიწვია. მას შემდეგ ის მისი სახლის მუდმივი სტუმარი გახდა: მუსიკოსმა დაათრო მოზარდი გოგონა, აიძულა სექსი და თან ვიდეო გადაიღო. 2017 წელს პეისმა აღიარა: რ. კელი იყო მისი პირველი მამაკაცი, მან მშვენივრად იცოდა რამდენი წლის იყო გოგონა, მაგრამ სთხოვა ყველასთვის ეთქვა, რომ ის 19 წლის იყო.


უფრო მეტიც. რობერტმა მთლიანად დაიმორჩილა ჯერონდა: მან აუკრძალა მობილური ტელეფონის გამოყენება, აშიმშილებდა, მხოლოდ მისი ნებართვით შეეძლო ეჭამა, იგივე იყო შხაპისა და ტუალეტის შემთხვევაში. წესების დარღვევისთვის იყო ფიზიკური დასჯა.


2010 წელს პეისი გაექცა კელის მას შემდეგ, რაც მან ჩხუბის დროს მისი დახრჩობა სცადა., ჯერონდამ მაშინვე მიაშურა ადვოკატ სიუზან ლოგანს, რომელიც რ.კელის მსხვერპლებს იცავდა. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე პროცესი ერთნაირად სრულდებოდა: რობერტი კომპენსაციას უხდიდა დაზარალებულ გოგოებს, სანაცვლოდ კონფლიქტის დეტალების გახმაურების გარეშე.


იგივე შედეგი მოხდა პეისის შემთხვევაშიც. მან ხელი მოაწერა საჭირო დოკუმენტებს და სანაცვლოდ დაიწყო მომღერლისგან რეგულარულად თანხის მიღება.


მიიღო ის, რასაც იმსახურებდა


მხოლოდ 2017 წელს ჯერონდამ შეაფურთხა შეთანხმებას და გადაწყვიტა მთელ მსოფლიოს ეთქვა, რა მონსტრია რ. კელი. მან ინტერვიუ მისცა Buzzfeed-ს, სადაც მაქსიმალურად დეტალურად ისაუბრა ყოფილი შეყვარებულის სისასტიკეზე. „არავინ დამიდგა გვერდში, როცა მე გავიარე ეს ყველაფერი, რაც მან გამიკეთა. მან უბრალოდ ტვინი გამომირეცხა და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ჩარლზ მენსონს. რ. კელის შეჩერებაა საჭირო“, - ირწმუნებოდა ჯერონდა.

image

იგივე Buzzfeed-მა, რომელიც ამ ამბავს ჩაეჭიდა, იპოვა გოგონების ნათესავები, რომლებიც იმ მომენტში მომღერალთან ერთად ცხოვრობდნენ მის სასახლეში. გაირკვა, რომ დაახლოებით ექვსი გოგონა ცხოვრობდა ჩაკეტილ მდგომარეობაში გარე სამყაროსთან (კერძოდ, ოჯახებთან) დაკავშირების შესაძლებლობის გარეშე, ასევე რობერტი წყვეტს გოგონები რას და როდის შეჭამენ, რას ჩაიცვამენ და როდის გამოიყენებენ საპირფარეშოს.


6 მონა გოგონასთან ერთად ცხოვრობდა დაახლოებით ოცდაათი წლის ქალი, რომელიც ახალგაზრდა ხარჭებს ასწავლიდა როგორ მოქცეულიყვნენ მუსიკოსთან საწოლში. თითოეულს ევალებოდა რობერტისთვის ეწოდებინა "მამა", ის საპასუხოდ უწოდებდა მათ "შინაური ცხოველებს" ან "მხეცუკებს".


ერთ-ერთი გოგონას მშობლებმა თქვეს, რომ მათი ქალიშვილი რაც მუსიკოსის გავლენის ქვეშ მოექცა მხოლოდ ერთხელ ნახეს, . მათი თქმით, გოგონას "ტვინი გამოურეცხეს". პოლიციაც უძლური აღმოჩნდა: იმ დროისთვის გოგონა უკვე სრულწლოვანი გახდა. შემდეგ მედია შეთანხმდა, რომ ეს ყველაფერი სექტას, სექსკულტს ჰგავდა. აქედან მოხდა შედარება შეშლილ ჩარლზ მენსონთან.



გახმაურებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ საქმე წინ წაიწია. 2019 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რ კელის წაუყენეს ათზე მეტი ბრალდება, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფია, ბავშვების გარყვნა, სექსუალური შევიწროება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

image

პროცესის დროს 45-ზე მეტმა მოწმემ ისაუბრა, ექვსმა დაადასტურა მუსიკოსის კავშირი არასრულწლოვანებთან. ერთ-ერთ მსხვერპლად დასახელდა რ. კელის ყოფილი მეუღლეც, გარდაცვლილი მომღერალი ალიაც.

image

აღკვეთის ღონისძიება 2022 წლის ივნისში გამოცხადდა: 55 წლის რობერტ კელის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დადასტურებულია ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ძალადობის სულ მცირე 9 შემთხვევა. თავად არტისტმა დანაშაული არ აღიარა.

1
160
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
2022, 26 ნოემბერი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1