x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენად კარგად გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირები?
image

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი — ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, ჩაიშალა მხოლოდ 1942 და 1946 წლებში, რომლის მიზეზიც მეორე მსოფლიო ომი იყო. იმ დროს მოქმედი ჩემპიონი გერმანია გახლდათ.



ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.



დღეს ყატარში რიგით 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, აქამდე მხოლოდ რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხ-ოთი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვა ურუგვაიმ, არგენტინამ და საფრანგეთმა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს.




მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715, 1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.


დღევანდელ ქვიზში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებს, უნდა გაიხსენოთ სხვადასხვა წლების მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირები, იყო რამდენჯერმე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატზე ერთბაშად რამდენიმემ გაიტანა თანაბარი რაოდენობის გოლები, თუმცა დღევანდელ კითხვარში მხოლოდ ის ფეხბურთელები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც ერთპიროვნულად გახდნენ ბომბარდირები, ქვიზში 11 კითხვაა, სამი სავარაუდო პასუხით, გაერთეთ, შეამოწმეთ თქვენი მახსოვრობა და გაუზიარეთ მეგობრებს.





imageიხილეთ ავტორის სხვა ქვიზები <<<ამ ბმულზე

5
350
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
2023, 13 იანვარი, 22:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 9 იანვარი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 დეკემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 ნოემბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5