x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსული ფრთოსანი რაკეტების მოქმედების შედეგად კიევი დენის გარეშეა დარჩენილი
image რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო უკვე რამდენიმე ქვეყნის მაღალჩინოსანმა მოიხსენია და ძნელია არ დაეთანხმო მათ. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების დღიდან დაწყებული დაარღვია ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და კონვენცია.


პირველივე დღეებიდან რუსეთი აქტიურად ბომბავდა სამოქალაქო სექტორს, ბომბავდა საწარმოო კომპლექსებს, თან უსირცხვილოდ აცხადებდა რომ აღნიშნული სამოქალაქო სექტორი სამხედრო დანიშნულებისა იყო. არ მესმის როგორ უნდა გამოიყენო სამხედრო ობიექტად მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც რამდენიმე ასეული კილომეტრითაც კია ფრონტის ხაზს დაშორებული.


უკრაინაში განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ რუსეთმა ახალი სტრატეგიით დაიწყო მოქმედება, რუსული რაკეტები ანადგურებენ მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ საჭირო ენერგოსისტემას, რის გამოც მოსახლეობა უშუქოდ, წყლის და გათბობის გარეშე რჩება, უკრაინაში უკვე მოვიდა პირველი თოვლი, ცივა და ამ სიტუაციაში ძნელია ადამიანებმა შეინარჩუნონ სიცოცხლისათვის საჭირო პირობები.


მესამე დღეა რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ენერგოსისტემის საკვანძო ობიექტებს, უკვე ავარიულად გამოირთო რამდენიმე თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური, რამაც უკრაინის დიდი ნაწილის ჩაბნელება გამოიწვია, სრულადაა ჩაბნელებული უკრაინის დედაქალაქი კიევის.



დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ვოლგოდონსკიდან და კასპიის ზღვის აკვატორიიდან, 10 ერთეულმა რუსულმა თვითმფრინავმა-რაკეტმზიდებმა "Ту-95мс", ასევე შავი ზღვიდან ორმა სარაკეტო კატარღამ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა "Х-101/Х-555", "კალიბრი"-ესროლა უკრაინის ენერგოობიექტებს.


რაკეტების დიდი ნაწილი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ცაშივე გაანადგურა, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეულმა ნაწილმა მიზანს მიაღწია, რამაც უკრაინის უდიდესი ნაწილის ჩაბნელება გამოიწვია.


ასე გამოიყურებოდა წუხელ უკრაინის დედაქალაქი.
imageimageimageimage
მოთხოვნადობის გამო ბენზინის და დიზელის გენერატორების ფასი თითქმის გასამმაგდა, მოსახლეობა იძულებულია პირადი საჭიროებისათვის გენერატორები შეიძინოს და მისი დახმარებით მინიმალური პირობები მაინც შეიქმნას.




0
36
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
36