x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსროლელი, რომელიც გეი-კლუბში შეიჭრა და ხალხი ამოხოცა, თავადაც ლგბტ პირი აღმოჩნდა
image

22 წლის ანდერსონ ლი ოლდრიჩის ადვოკატებმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სასიკვდილო სროლა ატეხა კოლორადოს ჰომოსექსუალთა კლუბში, განაცხადეს, რომ მათი კლიენტი არაბინარულია (ანუ არც ქალად მიიჩნევთ თავს და არც კაცად)და ითხოვს ნაცვალსახელების „ისინის “ გამოყენებას საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის.



Club Q-ის სტუმრებზე თავდასხმაში და 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარება ოლდრიხის დამცველებმა მკვლელობის საქმის მოსმენის წინა დღეს გააჟღერეს.

image


შეგახსენებთ, 19 ნოემბერს კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.


მსროლელს მივარდა კლუბის ორი სტუმარი, ხელიდან იარაღი წაგლიჯეს, იატაკზე დააგდეს და ეკავათ მანამდე, სანამ პოლიცია არ მოვიდა.


პროკურორებმა ადრე განაცხადეს, რომ ოლდრიჩს ბრალს წაუყენებდნენ როგორც ლგბტ პირების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმაში, მაგრამ ადვოკატთა განცხადებების შემდეგ საჭირო გახდება ფორმულირების შეცვლა.


image

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა სახელი და გვარი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, რათა სამუდამო გაეწყვიტა ურთიერთობა პორნოსმახიობ მამასთან, რომელიც ციხეში, სასჯელს იხდის;ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ბავშვობაში მამამისი სასტიკად ექცეოდა მას.

image

გასულ წელს ოლდრიჩი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც დედამ შეიტანა საჩივარი საკუთარი შვილის წინააღმდეგ, რომელიც დედას სახლიანად აფეთქებით ემუქრებოდა. ვინაიდან ეჭვმიტანილს ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა, ის გაათავისუფლეს.

image

მთავარ და ამ ფოტოზე: ანდერსონ ლი ოლდრიჩი

0
500
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0