x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ჯიჯგნის ბრბო 12 წლის გოგონას… უღმერთო, თვალთმაქცი და ფარისეველი ბოროტი ადამიანები ხართ!" - დომენიკ მანგო (ვიდეო)
image

ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი 12 წლის გოგონას მშობიარობას ეხმაურება და ვიდეორგოლით მიმართავს იმ ადამიანებს (განსაკუთრებით ქალებს), რომლებიც საკუთარ თავს ქრისიტიანებს უწოდებენ, პირჯვარს იწერენ, ეკლესიაში წირვას ესწრებიან, შემდეგ კი გამოდიან და იმის ნაცვლად, რომ 12 წლის გოგონას, რომელსაც თავისი თავი გასჭირვებია და მხარში ამოუდგნენ, მიწასთან ასწორებენ.


"ჯიჯგნის ბრბო 12 წლის გოგონას… თქვენ არ ხართ ქრისტიანები! უღმერთო, თვალთმაქცი და ფარისეველი პირჯვრის მწერელი ბოროტი ადამიანები ხართ! მართლაც სათქვენოა ეს სიმარტივე, მიისხამთ წყალს და ინათლებით, ასე მარტივად უნდა იგრძნოთ თავი ქრისტიანებად. ურჯულო ბრბო."-წერს დომენიკ მანგო.



შეგახსენებთ, 23 ნოემბერს, 12 წლის მოზარდი დედა გახდა, გოგონამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა.


არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.


არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. კლინიკის ხელმძღვანელი კურიერთან სატელეფონო საუბარში ამბობს რომ გოგონა 35 კვირის ფეხმძიმეა.


არსებული ინფორმაციით 12 წლის გოგონა მისივე მეგობრისგან დაფეხმძიმდა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც.


მოზარდის დედა "კურიერთან" ამბობს, რომ გოგონას სერიოზული გართულებები არ აღენიშნება. ოჯახი მშობიარობის დასრულებას ელოდება. მშობელი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.


ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0