x
მეტი
  • 30.11.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355495
  • სურათი:496584
10 მსახიობი ქალი, რომლებიც ოსტატურად მალავდნენ ორსულობას გადაღებების დროს

image
მეცნიერები გვაწვდიან უამრავ მტკიცებულებას, რომ ორსულობა დიდ გავლენას ახდენს ქალების სხეულზე, განსაკუთრებით მომუშავე ქალებზე. მაგრამ ყველა ეს გავლენა არ არის დაბრკოლება ჰოლივუდის სუპერდედებისთვის. საკულტო როლების უმეტესობა ჩვენმა საყვარელმა მსახიობებმა შეასრულეს ორსულობის დროს და ბევრმა ჩვენგანმა ეს ფაქტი ვერც კი შენიშნა:

1. ემილი ბლანტი მიუზიკლში - “ტყეში..."

მცხობელის ცოლის როლი, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, ფილმში "ტყეში..." შესანიშნავი იყო ემილი ბლანტისთვის, რადგან მიუზიკლის გადაღებების დროს იგი ქალიშვილ ჰეზელზე იყო ორსულად. ბლანტმა თქვა, რომ მისი მზარდი მუცლის გამო, კოსტიუმების დიზაინერებს ყოველ 4 დღეში ერთხელ უწევდათ მისი ტანსაცმლის კორექტირება.

კუთხის გათვალისწინება ოპერატორებს და მსახიობსაც მოუწიათ. "იმ ტყის ყველა ხის უკან ვიმალებოდი", - გააზიარა ემილიმ გადაღების პროცესის დეტალები.image

2. სარა ჯესიკა პარკერი სერიალში “სექსი დიდ ქალაქში"

ცნობილი სერიალის მე-5 სეზონში მხოლოდ 8 ეპიზოდი იყო და ამის მიზეზი გახლდათ სარა ჯესიკა პარკერი, კერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი. გადაღებების დროს ის დაორსულდა, შემდეგ კი ვაჟი ჯეიმს უილკი შეეძინა.

კოსტიუმბის დიზაინერებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ფაქტის დამალვაში. მათ მსახიობს ჩანთიანი, ფართო ტანსაცმელი ჩააცვეს და უთხრეს, რომ მუცელი ჩანთით დაეფარა.image

3. პენელოპა კრუსი ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე“

პენელოპა კრუსს შეეძლო უარი ეთქვა დისნეის სათავგადასავლო ფილმზე, თუმცა, მან განაგრძო მეკობრე ქალის, ანჟელიკას როლის თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ორსულად იყო.

დასახმარებლად ოჯახი ჩაერთო, პენელოპას და მონიკა თამაშობდა ბრძოლის სცენებში და მისი დუბლიორი იყო. „მონიკა გადაღების ბოლოს მოვიდა, რათა რამდენიმე ეპიზოდში ეთამაშა. ის მოცეკვავეა და ხმლით ძალიან კარგად მუშაობს“, – ამბობდა პენელოპა.image

4. ქეით უინსლეტი ფილმში “დივერგენტი"

ფილმში თითქმის ვერ შეხვდებით სცენას, სადაც უინსლეტის პერსონაჟ ჯანინს ხელში პლანშეტი ან ფურცლები არ უჭირავს. მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის: გადაღებების დროს მსახიობი უკვე 5 თვის ორსული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ორსულობის მე-2 ტრიმესტრში იყო, ქეითმა მაინც შეასრულა ზოგიერთი ტრიუკი დამოუკიდებლად, დუბლიორს გარეშე. მსახიობის პროფესიონალიზმმა ფილმის რეჟისორი ნილ ბურგერიც გააოცა.image

5. რიზ უიზერსპუნი დრამაში “ამაოების ბაზარი"

ლონდონის მოდა იდეალურად შეეფერებოდა რიზ უიზერსპუნს, როდესაც მან ითამაშა დრამა Vanity Fair-ში. მსახიობი 5 თვის ორსული იყო და კოსტიუმების დიზაინერები მის მზარდ მუცელს ელეგანტური კაბების რამდენიმე ფენის ქვეშ მალავდნენ.image

6. ჯილიან ანდეროსონი სერიალში “საიდუმლო მასალები"

მსახიობმა ორსულობის შესახებ სერიალის მეორე სეზონის გადაღებების დროს გაიგო, ამიტომ სცენარისტებმს ახალი სცენარი დაწერეს, რათა მსახიობს შეძლებოდა მასში თამაში.image

7. ლიზა კუდროუ სერიალში “მეგობრები"

კომედიურ სერიალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ფიბის დაორსულება. მსახიობის ორსულობა, იმის ნაცვლად, რომ მე-4 და მე-5 სეზონის ბოლომდე დაემალათ, რეჟისორებმა განსაკუთრებული სიუჟეტი შექმნეს. ხოლო ფიბი, რომელსაც ლიზა განასახიერებს, ძმისთვის და მისი ცოლისთვის 3 ტყუპის სუროგატი დედა გახდა. image

8. გალ გადოტი ფილმში “ქალი საოცრება"

Wonder Woman-ში ამაზონის მეომრის როლის შემსრულებელმა გალ გადოტმა აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო (მისი მე-2 ქალიშვილი მაია დაიბადა გადაღების შემდეგ). მაგრამ უკან დახევის ნაცვლად, მან დაარწმუნა გადამღები ჯგუფი, მოეფიქრებინათ მისი 5 თვის მუცლის დამალვის გზები, მათ შორის მწვანე ქსოვილის გამოყენებაც.image

9. ბლეიკ ლაივლი ფილმში “სისხლიანი ნაპირი"

ბლეიკ ლაივლის საცურაო კოსტიუმში რომ ვუყურებდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ "The Shallows"-ის გადაღებებზე ის ორსულად იყო. მაშინ მსახიობი მე-2 ქალიშვილს, ინესს ელოდა. გადამღები ჯგუფი ამ ფაქტს შემოქმედებითად მიუდგა, გამოიყენეს რეკვიზიტები დასწორი კუთხეები ლაივლის მუცლის დასამალად.image

10. ჯული ბოუენი სერიალში “ამერიკული ოჯახი"

ჯული ბოუენს მხოლოდ ნახევარი თვე აკლდა ტყუპების გუსტავისა და ჯონის დაბადებიდან, როდესაც მან დაიწყო თანამედროვე ოჯახის საპილოტე ეპიზოდის გადაღება. მუცლის დასამალად, მისი პერსონაჟი კლერი თავისუფალი სვიტერებით დადიოდა და ხელში სულ რაღაც ეკავა: სარეცხის კალათები, ბალიშები და შვრიის კოლოფებიც კი. image








0
693
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0