x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355495
  • სურათი:496584
მღვდელმა, რომელმაც ორგია მოაწყო ეკლესიის საკურთხეველზე, ბრალი აღიარა
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში მღვდელს ქალაქ პერლ რივერიდან სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა ეკლესიაში სექსისთვის.


ლუიზიანელი მღვდელი გაასამართლეს ჯგუფური სექსის გამო, რომელიც ორ სექსმუშაკთან მისვე ეკლესიის საკურთხეველზე გააჩაღა. ამის შესახებ WAFB იტყობინება.


2022 წლის 21 ნოემბერს ტრევის კლარკმა დადო გარიგება გამოძიებასთან და აღიარა დანაშაული უხამსი ქმედების გამო. მას მიუსაჯეს სამი წლით პირობითი სასჯელი, სამი წელი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მას მოუწევს ჯარიმის გადახდა -ათასი აშშ დოლარის ოდენობით.



სასამართლო მოსმენები გაიმართა პერლ რივერში წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბერს მოხდა.


image

საღამოს გამვლელმა შენიშნა, რომ ტაძარში, გვიანი დროის მიუხედავად, შუქი ანთებული იყო. შიგნით შეიხედა და დაინახა მღვდელი ტრევის კლარკი, რომელსაც სექსი ჰქონდა ორ დომინატრიქსთან კორსეტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. საკურთხეველი გაწყობილი იყო სცენის განათებით და სექს-სათამაშოებით. ორგიის მონაწილეები ყველაფერს მობილური ტელეფონზე იღებდნენ.


ინციდენტის შემდეგ, ახალი ორლეანის ეპარქიის არქიეპისკოპოსმა გრიგორი ეიმონდმა საკურთხეველი შებილწულად გამოაცხადა, და მოუწიდა მის დაწვა და ახლით ჩანაცვლება. ტრევის კლარკი გაათავისუფლეს და აიძულეს გადაეხადა რვა ათასი დოლარი (დაახლოებით 21, 500 ლარი)

image

ქალები, რომლებიც მონაწილეობდნენ ეკლესიის წაბილწვაში, 41 წლის მინდი დიქსონი და 23 წლის მელისა ჩენგი, 2022 წლის ივლისში აღიარეს დამნაშავედ და წაუყენეს ბრალდება ვანდალიზმის მუხლით. თითოეულ მათგანს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

image

0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0