x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 გასაოცარი ფაქტი გლადიატორების შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც არ გქონდათ

image
რა იცით გლადიატორების შესახებ?

1. ძველ რომში გლადიატორულ არენებთან ახლოს, სპეციალურ სადგომებში იყიდებოდა ცხოველების ცხიმი და გლადიატორების ოფლი იყიდოთ. ქალები ამ ნივთიერებებს კოსმეტიკად იყენებდნენ.

2. რომაელ არისტოკრატებს შორის მოდური იყო პირადი გლადიატორების ყოლა, რომლებიც შეიძლება კარგი მცველებიც ყოფილიყვნენ. მაგალითად, იულიუს კეისარს 2000 გლადიატორი მცველს ჰყავდა.

3. ბრძოლებზე მიწვეულნი იყვნენ მუსიკოსები, რომლებიც ბრძოლის მუსიკალურ აკომპანიმენტს ასრულებდნენ, მისი განვითარების მიხედვით.

4. ხშირად ასპარეზზე სისხლისღვრა იმდენად დიდი იყო, რომ ბრძოლების შეწყვეტა უწევდათ, რათა სისხლით გაჟღენთილი ადგილი სუფთა ქვიშით დაეფარათ.

5. ზოგიერთი იმპერატორიც იბრძოდა არენაზე. მაგალითად, ნახევრად შეშლილ იმპერატორ კომოდუსს ძალიან უყვარდა მონაწილეობა ასეთ ბრძოლებში, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მისი გამარჯვებით სრულდებოდა. მან გლადიატორად 735 ბრძოლა ჩაატარა! ლეგენდის თანახმად, ის არენაზე დანით მოკლეს. მაგრამ სინამდვილეში, არენაზე გამოსვლის წინა დღეს დაახრჩვეს. ამ ისტორიას ეძღვნება ფილმი „გლადიატორი“.image

6. გლადიატორები მაღალანაზღაურებადი საყვარლები იყვნენ.

7. თითქმის ყველა გლადიატორი მონა იყო. თუმცა, ისინი საფუძვლიანად იყვნენ მომზადებული, იღებდნენ მაღალკალორიულ საკვებს და დროულ სამედიცინო დახმარებას.

8. ბრძოლებში მონაწილეობისთვის გლადიატორები ღირსეულ ჯილდოს იღებდნენ. შოუს ყველაზე დიდ გადახდად შეიძლება ყოფილიყო მთელი სასახლე, რომელიც იმპერატორმა ნერონმა აჩუქა გლადიატორ სპიკულუსს.


9. გლადიატორები იყვნენ ძალიან სოლიდური ინვესტიციის ობიექტები. თუ გლადიატორი ბრძოლის დროს იღუპებოდა, სპონსორის ზარალი უზარმაზარი იყო. ამიტომ, შოუს ბილეთები, სადაც ბრძოლა სიკვდილამდე ხდებოდა, ძალიან ძვირი ღირდა: სპონსორები ცდილობდნენ როგორმე გაემართლებინათ თავიანთი ხარჯები.

10. ყველაზე ძვირად ითვლებოდა გლადიატორების საზღვაო ბრძოლები, რომლებსაც ნაუმაქიას ეძახდნენ. ყველაზე დიდი მოეწყო იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით. რომის მახლობლად ფუჩინოს ტბაზე 50 ხომალდი გაუშვეს, გლადიატორების რაოდენობამ 20 ათასი ადამიანი შეადგინა. მაყურებელთა რაოდენობა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იყო.

11. ხშირად არენა გამოიყენებოდა მსჯავრდებულთა დასასჯელად ან მოსაკლავად. ერთხელ იუველირს, რომელიც ყალბ სამკაულებს ყიდდა, არენა მიუსაჯეს. როცა მოედანზე დიდი გალია შეიტანეს, საიდანაც იუველირის აზრით ლომი უნდა გამოსულიყო... იქიდან ქათამი გამოვიდა. დაძაბულობისგან მამაკაცს მაინც გული წაუვიდა.

12. ბრძოლებზე მაყურებელი სტატუსის მიხედვით იკავებდა ადგილს. ქვედა რიგი ანუ პოდიუმი ინიშნებოდა ექსკლუზიურად იმპერატორის, მისი ოჯახის, სენატორებისა და ვესტალებისთვის.

13. ცოტამ თუ იცის, რომ თავისუფალ გლადიატორებსაც კი არ ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები. ყოფილ გლადიატორებს ყველა ზიზღით და შიშით უყურებდა.

14. 63 წელს იმპერატორმა ნერონმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც თავისუფალ ქალებს გლადიატორთა ტურნირებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა.

15. გლადიატორთა ბრძოლები დასავლეთ რომის იმპერიაში 404 წელს აიკრძალა, როცა რომის იმპერიაში ქრისტიანობა გაბატონდა. გლადიატორებს შორის ჩხუბის აკრძალვის შემდეგ ისინი მხოლოდ ცხოველებთან იბრძოდნენ, მათი ხელოვნება დღემდე შემორჩა ხარების ბრძოლის სახით.










1
1251
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1251
  
2022, 23 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1