x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ოქროს ხანის" ჰოლივუდის ვარსკვლავების ვინტაჟური ფოტოსურათები, რომლებიც ნოსტალგიას მოგგვრით

image
ვივიენ ლეი, მარლონ ბრანდო, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი - ყველა ეს და კლასიკური ჰოლივუდის მრავალი სხვა ვარსკვლავი შეუყვარდა ყველა მაყურებელს არა მხოლოდ ქარიზმის, არამედ ბრწყინვალე ნიჭის წყალობითაც. მათ ასევე მოიგეს კინემატოგრაფიული ჯილდოების მთელი თაიგული, მათ შორის პრესტიჟული ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები. წარმოგიდგენთ ამ დიდებული მსახიობების ვინტაჟურ ფოტოსურათებს, სადაც თავიანთი სანუკვარი ჯილდოებით არიან წარრმოდგენილნი:

1. ელიზაბეტ ტეილორმა 1962 წლის დევიდ დი დონატელოს კინემატოგრაფიის ჯილდო მოიპოვა ფილმისთვის “მოულოდნელად, გასულ ზაფხულს".image

2. სოფი ლორენმა იმავე წელს მიიღო ოსკარი. ფილმისთვის "ჩოჩარა" მას საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადასცეს.image

3. ინგრიდ ბერგმანს უჭირავს ოსკარი ფილმისთვის “Gaslight" (1945)image

4. მარლენ დიტრიხი "დევიდ დი დონატელოს" პრემიით, რომელიც მიენიჭა როლისთვის ფილმში "ნიურნბერგის პროცესი"image

5. ვივიენ ლიმ 1940 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის ფილმში „ქარწაღებულნი“.image

6. პოლ ნიუმენი და ნატალი ვუდი პოზირებენ თავიანთი 1966 წლის ოქროს გლობუსითimage

7. 1963 წელს გრეგორი პეკმა მოიპოვა ოსკარი როლისთვის ფილმში “ნუ მოკლავ ჯაფარას". ფოტოზე ის სოფი ლორენთან ერთადაა.image

8. ოდრი ჰეპბერნი და მისი 1954 წლის ოსკარი როლისთვის ფილმში “რომაული არდადაგები"image

9. 1973 წელს ჰენრი ფონდამ მიიღო დავიდ დი დონატელოს ჯილდო რეჟისორ ფრანკო ზეფირელისგან.image

10. კლარკ გეიბლმა პირველი და უკანასკნელი ოსკარი მოიპოვა 1935 წელს შესრულებული როლისთვის ფილმში „ეს მოხდა ერთ ღამეს“.image

11. უორენ ბიტი და მისი 1982 წლის ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის (წითლები)image

12. კლერ ტრევორი ულოცავს ჰემფრი ბოგარტს 1952 წლის ოსკარს “აფრიკის დედოფლის" როლისთვის.image

13. 1984 წელს შონ კონერის დაჯილდოვდა Hasty Pudding Pot-ის პრემიით, რომელიც მან მაშინვე თავზე დაიდო.image

14. მარლონ ბრანდომ პირველი ოსკარი 1955 წელს მოიპოვა ფილმში “On the Waterfront“ შესრულებული როლისთვის.image

15. ოსკარის მფლობელი ჯეიმს სტიუარტი და ჯინჯერ როჯერსი 1941 წელსimage

16. 1972 წელს ჩარლი ჩაპლინს მიენიჭა ოსკარი კინოში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.image

17. ჯინ სიმონსი, გრეგორი პეკი და გრეის კელი 1956 წლის ოქროს გლობუსზეimage

18. როკ ჰადსონი და მერილინ მონრო 1962 წელს ჰენრიეტას ჯილდოთი, რომელიც მას ოქროს გლობუსზე გადასცეს.image

1
321
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
321
  
2022, 23 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1