x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355495
  • სურათი:496584
"ცოცხლად დაწვა იმ ადამიანმა, რომელიც უყვარდა" - საკუთარ მკვლელობაზე მიცემული ჩვენებით მიღწეული სამართალი
image

2015 წლის 2 აგვისტოს ჯუდი მალინოვსკის პერსპექტიული ცხოვრება მაშინ შეწყდა, როდესაც მისმა არასაიმედო ბოიფრენდმა მას ბენზინი გადაასხა და 31 წლის ახალგაზრდა ქალი ცოცხლად დაწვა.



შემზარავი თავდასხმის შედეგად ჯუდი მალინოვსკის სხეულის 90 პროცენტი მესამე ან მეოთხე ხარისხის დამწვრობით ჰქონდა დაფარული. საბოლოოდ სიცოცხლისთვის შეუფერებელი დამწვრობის შედეგად ორი შვილის დედა გარდაიცვალა.


მიუხედავად იმისა, რომ ექიმები არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი მისი გადარჩენის შანსებზე, მან იცოცხლა კიდევ ორი ​​წელი - იმდენი ხანი, რომ საავადმყოფოს საწოლიდან ჩვენება მისცა ყოფილი საქმროს, მაიკლ სლეგერის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედებოდა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენება.



მალინოვსკიმ 60 ოპერაცია გაიკეთა, შვიდი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და ძლივს ლაპარაკობდა ან სუნთქავდა, მაგრამ 2017 წლის იანვარში, იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, მან ჩვენება მისცა და მოლოდინი ჰქონდა, რომ სლეგერს მისი სიკვდილის შემდეგ მკვლელობაში დაადანაშაულებდნენ.

imageფოტოზე: ჯუდი ქალიშვილებთან ერთად საავადმყოფოში


„ვფიქრობ, სიტყვებით ვერ აღწერ, როგორია მთელ სხეულზე ცეცხლის წაკიდება“, - განაცხადა მალინოვსკიმ ჩვენების მიცემისას. -მახსოვს ცეცხლი ჩემს სახეზე და თვალებზე. მახსოვს, ვყვიროდი და დახმარებას ვითხოვდი."


მან აღწერა, თუ როგორ გრძნობდა თავს იმ დღეს, როდესაც ცეცხლი წაუკიდეს, რომ ტკივილი "ათას ცხელ ნემსს" ჰგავდა. მალინოვსკის ჩვენებიდან ხუთ თვეზე ნაკლები იყო გასული, როდესაც ის გარდაიცვალა, მაგრამ მისი ჩვენების ვიდეო გამოიყენეს სასამართლოში მას შემდეგ, რაც სლეგერს დამამძიმებელ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.


მალინოვსკის სასამართლო პროცესები, ძალა და ბრძოლა სამართლიანობისთვის არის ახალი დოკუმენტური ფილმის, „The Fire That Took Her"-ის თემა. რეჟისორი პატრიცია ე. გილესპი, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში ამა წლის 21 ოქტომბერს შედგა.

საბედისწერო შეხვედრა



მაიკლ სლეიგერმა სწრაფად მოიგო 31 წლის მალინოვსკის გული. მათ სოციალური ქსელით გაიცნეს ერთმანეთი და პირველი პაემნის შემდეგ განუყრელები გახდნენ. ჯუდი ნამდვილად ბედნიერი იყო და არ ელოდა, რომ სლეგერი მალე გამოავლენდა თავის ნამდვილ ბუნებას. სიყვარული ძალიან სწრაფად გაქრა: ფაქტობრივად რამდენიმე თვის შემდეგ, მათ შორის გაუთავებელი ჩხუბი დაიწყო.


imageფოტოზე: მაიკლ სლეგერი


კაცს უნდოდა ჯუდის ყოველი ნაბიჯი გაეკონტროლებინა. მას უნდა სცოდნოდა ყველაფერი მის შესახებ და მეტი საიმედოობისთვის მან ტელეფონზე დააინსტალირა სათვალთვალო აპლიკაცია. მოგვიანებით, სლეგერმა, იცოდა რა მისი მეგობრის რთული წარსული, (ჯუდი წარსულში ნარკოტიკებს მოიხმარდა) დაიწყო მისთვის რეცეპტით გამოწერილი ოპიატური ანალგეტიკების ყიდვა, რის შემდეგაც ის კვლავ გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული. ამავდროულად, მაიკლი თავად არ იღებდა ამ პრეპარატებს: ის უბრალოდ ცდილობდა მსხვერპლის გაკონტროლებას.


გააცნობიერა, რომ ასეთი ურთიერთობა მას სიცოცხლეს უწამლავდა, ჯუდიმ გადაწყვიტა სანამ ძალიან გვიანი არ იყო, მისი დასრულება.

სლეგერის რეაქცია შემაშფოთებელი იყო: მან გამომწვევად უგულებელყო მისი გადაწყვეტილება და ჯუდის სახლის დატოვებაზე უარი თქვა.

მაშველად მალინოვსკის მოსიყვარულე დედა გამოჩნდა.

imageფოტოზე: ჯუდი დედამისთან ერთად


”მე მივვარდი იმ სახლში, სადაც პირველად შევხვდი მაიკლს. უკიდურესად ამპარტავანი ტიპი აღმოჩნდა. ვუთხარი წასულიყო, თორემ პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. მაგრამ ის განაგრძობდა სახლის ირგვლივ სეირნობას, თითქოს იქაურობის პატრონი ყოფილიყო. ”- იხსენებს ბოუზი. ზარზე მისულმა სამართალდამცავებმა სლეგერი წაიყვანეს. იმ დღეს წყვილის ურთიერთობა დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა მალინოვსკი.


მან მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ადრე მკურნალობდა ნარკოტიკებზე, ახალგაზრდა ქალს, ორი შვილის დედას სურდა თავი დაეღწია ხელმეორედ შეძენილი დამოკიდებულებისგან.

image

2015 წლის 2 აგვისტოს, მაიკლთან დაშორებიდან ერთი კვირის თავზე, ის რეაბილიტაციისკენ მიმავალ ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა. მას უკან ყოფილი შეყვარებული მოჰყვა.

მანქანიდან გადმოვიდა და მალინოვსკის კამათი დაუწყო. გაბრაზებულმა ქალმა მამაკაცს გაზიანი წყალი შეასხა .საპასუხოდ სლეგერმა მუშტი დაარტყა მალინოვსკის, შემდეგ კი საბარგულიდან ბენზინის კანისტრა ამოაძვრინა და თავიდან ფეხებამდე ჯუდის გადაასხა.

image

"ვევედრებოდი : "გთხოვ დამეხმარე", "გაჩერდი", "მანქანაში ჩავჯდები და შენთან ერთად წამოვალ", მაგრამ მან ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა.(ჯუდი მალინოვსკი)


რამდენიმე წამის შემდეგ მისი მთელი სხეული ცეცხლმა მოიცვა. მოგვიანებით, მალინოვსკი ამბობდა, რომ მას ყოველთვის ახსოვდა სლეგერის თვალები, რომელიც მანქანის უკან დაიმალა და უყურებდა, როგორ ყვიროდა ჯუდი და დახმარებას ითხოვდა.



2018 წლის ივლისში სასამართლომ სლეგერი მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა პირობითი ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე.

1
576
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
576
  
23 ნოემბერი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1