x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიხეილ სუსლოვი-"ლიდერი ნომერი ორი"-სსრკ-ს მთავარი იდეოლოგის თანამოაზრეებსაც კი ეშინოდათ

image

2022 წელს აღინიშნება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის სსრკ-ს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, მიხეილ სუსლოვის დაბადებიდან 120 და გარდაცვალებიდან 40 წლისთავი.სკკპ-ს მთავარი იდეოლოგის მოღაწეობის საინტერესო დეტალებს ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში გაეცნობით.


1981 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთმა მლიქვნელმა წამოაყენა წინადადება აკადემიკოსად აერჩიათ სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი. იდეამ შეაშფოთა ექსპერტები: თავად ლეონიდ ილიჩი, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უარს იტყოდა ასეთ რამეზე, მაგრამ როგორ მიიღებდა საბჭოთა საზოგადოება ამ ინიციატივას? იმისთვის, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი მარტო არ აეღო, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ანატოლი ალექსანდროვმა გადაწყვიტა კონსულტაციები გაემართა ნომერ მეორე ლიდერთან“ მიხეილ სუსლოვთან. მან ასევე შეხვედრაზე წაიყოლა ვიცე-პრეზიდენტი პიოტრ ფედოსევი, რომელიც ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნიერებებს.


ბრეჟნევისა და სუსლოვის აკადემიკოსებად არჩევის საკითხი სრული კრახით დასრულდა. როგორც საბჭოთა მთავარი იდეოლოგის თანაშემწე სტეპან გავრილოვი იხსენებს, უარი ორივე კანდიდატისთვის იყო „ცალსახა, საკმაოდ მკვეთრი და საბოლოო“.



არგუმენტად სუსლოვმა გაოგნებულ მეცნიერებს შეახსენა სკკპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელები, რომლებიც არჩევნების შედეგად მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ პარტიულ ან სამთავრობო ორგანოებში, არ შეეძლოთ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში. სრულიად დარცხვენილი აკადემიკოსები სუსლოვის კაბინეტიდან გამოიძურწნენ და ამგვარად, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი, ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი ვეღარ გახდა "აკადემიკოსი."


ის იყო მგზნებარე კონსერვატორი



სუსლოვის ჩამოყალიბება საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებს დაემთხვა. 1920-იანი წლების დასაწყისში მან დაამთავრა მუშათა ფაკულტეტი, ჩაირიცხა კარლ მარქსის სახელობის მოსკოვის ეროვნული ეკონომიკის ინსტიტუტში(ამჟამად პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტი), შემდეგ ასწავლიდა პოლიტეკონომიას. 1930-იანი წლების დასაწყისში მან დაიწყო მუშაობა საკავშირო კპ-ში, სადაც წმენდების შემდეგ ბევრი ადგილი გათავისუფლდა.

როგორც მეცნიერი ინფორმატიკის დარგში, სუსლოვის სიძე, ლეონიდ სუმაროკოვი ამტკიცებდა, 1937 წელს მისი სიმამრი სასწაულებრივად გადაურჩა რეპრესიებს. სუსლოვი მაშინ ხელმძღვანელობდა ბოლშევიკების გაერთიანებული კომუნისტური პარტიის როსტოვის რეგიონალური კომიტეტის ერთ-ერთ განყოფილებას და მას ბრალი დასდეს, რომ ხელისუფლებაში მტრულმა ელემენტებმა შეაღწიეს. სუმაროკოვის თქმით, სუსლოვი იშვიათად საუბრობდა გულწრფელად ასეთ თემებზე ოჯახში, მაგრამ მან ისაუბრა როსტოვის საქმეზე. როდესაც ყველაფერმა ძალიან სერიოზული სახე მიიღო, სტალინმა თითქოსდა გადაარჩინა ის . ყოველ შემთხვევაში ასე უთხრა სუმაროკოვს.

image


მაგრამ ის ფაქტი, რომ სუსლოვმა თავისი დიდი პარტიული კარიერა სტალინის დროს დაიწყო, ფაქტია. 1947 წელს გახდა ცენტრალური კომიტეტის მდივანი და შემდეგ ზუსტად 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ყველა პარტიულ პროპაგანდისტულ საქმიანობას.


"სიტუაციიდან გამომდინარე, მას უწოდებდნენ სტალინის საიდუმლო მემკვიდრეს, დოგმატიკოსს, მარქსიზმის ქურუმს. ითვლება, რომ მეტსახელი "ნაცრისფერი კარდინალი" გამოიგონეს სუსლოვის ოპონენტებმა, რომლებსაც სურდათ ხაზი გაესვათ მის "ნაცრისფერობისთვის" ნათელი სტალინის, ლავრენტი ბერიას და ნიკიტა ხრუშჩოვის ფონზე.

image


1976-1986 წლებში ჟურნალ „კომუნისტის“ მთავარი რედაქტორის, რიჩარდ კოსოლაპოვის თქმით, სუსლოვი პოლიტბიუროს კოლეგებთან შედარებით გამოირჩეოდა ჭკუით, ლაკონურობით, სიმკაცრით, ერუდიციით და ინტელიგენტურობით. ამავე დროს, აკადემიკოსი გიორგი არბატოვი თვლიდა, რომ სუსლოვის დონე „არ აღემატებოდა დოცენტის დონეს“.


”პარტიულ აპარატში სუსლოვი ითვლებოდა ყველაზე მარქსისტულ ადამიანად”, - აღნიშნა აკადემიკოსმა ბორის პონომარევმა, . გარდა ამისა, მას არ ჰქონია ისეთი ცოდვები, როგორიც სხვებს, არც 1930-იან წლებში და არც შემდგომ წლებში. იგი არ იყო დაკავებული არც სოფლის მეურნეობით, რომელშიც მუდმივად ხდებოდა პრობლემები და არც ხრუშჩოვის ეკონომიკური რეფორმებით. სწორედ ამის გამო აკრიტიკებდნენ მას, რომ არასოდეს გამოდიოდა მსგავსი ღონისძიებების წინააღმდეგ.



1953 წელს ბერიას დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, რომ სუსლოვი მის დასახვრეტთა სიაში № 1 იყო . სუსლოვის სიძის სუმაროკოვის მოგონებების მიხედვით, სტალინთან ქეიფის დროს ბერიასა და სუსლოვს შორის კონფლიქტი მოხდა. ბერიამ, ვითომ ხუმრობით, გადაწყვიტა სუსლოვისთვის წვრილმანი ბინძური ხრიკი გაეკეთებინა, რაზეც სუსლოვი ბორშის თეფშის გადასხმით დაემუქრა.

image

სუსლოვს ეძახდნენ მგზნებარე სტალინისტს. ამავდროულად, 1961 წელს სტალინის ცხედრის მავზოლეუმიდან გამოტანის შემდეგ, იგი არ ჩქარობდა კრემლის კედელთან მემორიალის დადგმის საკითხის მოგვარებას. საქმე საბოლოოდ 1970 წლამდე გაიწელა.



ბრეჟნევი ხუმრობდა, რომ სუსლოვს ცხოვრებაში მხოლოდ ორპირის ეშინოდა. ბრეჟნევის ეპოქის მრავალი სხვა ლიდერისგან განსხვავებით, ის სრულიად გულგრილი იყო ნადირობის მიმართ. ამბობდნენ, რომ მას ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდა ყველა სახის პატივის და ჯილდოს მიმართ და მით უმეტეს, გამდიდრების მიმართ. სუსლოვს აინტერესებდა არა ფუფუნება და სიმდიდრე, არამედ საზოგადოების მსოფლმხედველობა. სიცოცხლის ბოლო 17 წლის განმავლობაში იგი ითვლებოდა სკკპ-ს მთავარ იდეოლოგად.


image

სუსლოვს ჰქონდა საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო წითელი მოედანი. მან პოლიტბიუროში ისაუბრა, რომ „არ ღირს ბაზრობის შენარჩუნება მავზოლეუმის გვერდით“ და ოცნებობდა გუმი(შენიშვნა:ცენტრალური უნივერმაღი) საგამოფენო დარბაზად გადაექცია. სმირტიუკოვის თქმით, სუსლოვი ცდილობდა ეს იდეა განეხორციელებინა, სანამ ბრეჟნევი შვებულებაში იმყოფებოდა, მაგრამ გენერალურ მდივანს აცნობეს მეორე მდივნის განზრახვების შესახებ - მან კი სუსლოვს შეახსენა, ვინ იყო ყველაზე მთავარი ქვეყანაში...ასე, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩა.



სუსლოვის სიკვდილი ძალიან დროული იყო


1981 წლის ზაფხულში, სამხრეთში შვებულების დროს, სუსლოვი ბევრს მუშაობდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ პროექტზე. ცოტა მოგვიანებით, ამ საკითხზე გამოქვეყნდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის სპეციალური წერილი, რომელიც წაიკითხეს პარტიულ შეხვედრებზე.


1982 წლის 22 იანვარს სუსლოვს ბრეჟნევთან უნდა განეხილა ეგრეთ წოდებული "ბრილიანტის საქმე", როლის ფიგურანტიც თვით გენერალური მდივნის ქალიშვილი გალინაც იყო.

image

თუმცა, წინა ღამეს, ქვეყნის " მეორე კაცმა " ტელევიზორის ყურების დროს თავი შეუძლოდ გონება დაკარგა და გონზე ვეღარ მოვიდა, ისე გარდაიცვალა 25 იანვარს 79 წლის ასაკში. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, 19 იანვარს, კგბ-ს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სემიონ ცვიგუნმა, რომელიც ასევე აპირებდა ბრეჟნევთან საუბარს "ბრილიანტის საქმეზე", მოულოდნელად თავი მოიკლა, ბევრმა ეს დამთხვევა ძალიან უცნაურად მიიჩნია.


„მოსალოდნელი იყო, რომ ამ ორ ადამიანს, რომლებსაც არ ეშინოდათ საკუთარი აზრის ღიად გამოთქმა, შეეძლოთ მოვლენების ობიექტური შეფასება და უკიდურესად იყო დამოკიდებული მათ ავტორიტეტულ აზრზე, რომელსაც ბრეჟნევი პატივს სცემდა“, - ამბობს სუმაროკოვი. „ასე თუ ისე, დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა და ამ გარემოებებთან დაკავშირებული დრამატული მოვლენები ცოტა მოგვიანებით განვითარდა და გრძელვადიანი ხასიათი მიიღო."

image


”სუსლოვის სიკვდილი ძალიან დროული იყო”, - თქვა ალექსანდრე იაკოვლევმა 2002 წელს, რომელიც მუშაობდა სუსლოვთან და რომელიც 1986 წელს გახდა ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის საკითხებში - ის ხელს უშლიდა ძალაუფლების მოწყურებულ ანდროპოვს. სუსლოვს არ მოსწონდა ის და ანდროპოვის გენერალურ მდივნად არჩევას არასოდეს დაუშვებდა ".


მისი ეშინოდათ და თან სძულდათ, მიუხედავად ამისა, სუსლოვის სიკვდილმა დაბნეულობა გამოიწვია ცენტრალურ კომიტეტში.გორბაჩოვმა თავის მემუარებში დაადასტურა, რომ "ლიდერი ნომერი ორის" სიკვდილმა საფუძვლიანად გაამძაფრა ბრძოლა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში.


"უნდა ვაღიაროთ, რომ მიხაილ ანდრეევიჩს, რომელსაც არასოდეს გამოუთქვამს გენერალური მდივნის პოსტზე პრეტენზია და ბრეჟნევის მიმართ აბსოლუტურად ლოიალური იყო, თან ამავდროულად შეეძლო შეეწინააღმდეგებოდა მას, ხელმძღვანელებს შორის იგი ასრულებდა სტაბილიზაციის როლს, გარკვეულწილად ანეიტრალებდა სხვადასხვა ძალებისა და პერსონაჟების დაპირისპირებას. ის აღარ არის. პირველი კითხვა იყო. ვინ შეცვლის?"(მიხეილ გორბაჩოვის მემურებიდან)


სუსლოვის სეიფში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა, იპოვეს ქვითრების შეკვრა - აღმოჩნდა, რომ მან ხელფასის ნაწილი და მთლიანი ჰონორარი მშვიდობის ფონდს გადასცა. ხოლო ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა და პოლიტბიუროს წევრმა გრიგორი რომანოვმა აღნიშნა, რომ სუსლოვმა გიორგი დიმიტროვის სახელობის საერთაშორისო პრიზი-ჰონორარი 10 ათასი დოლარი მთლიანად გადასცა პისკარევსკის სასაფლაოს, ლენინგრადის ბლოკადის მემორიალის ასაშენებლად.


სუსლოვის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა სკკპ-ს მთელი ეპოქა იდეოლოგიის დარგში. მარქსიზმ-ლენინიზმისადმი ორდოქსალური მიდგომა თანდათან დავიწყებას მიეცა. არც ისე შორს იყო საბჭოთა კავშირში დემოკრატიზაციის და საჯაროობის დაწყების მცდელობა, ეს უკვე სხვა ისტორიაა..თუმცა რით დასრულდა ყველას კარგად მოეხსენება.


image

იხილეთ მსგავს თემაზე:როგორ ცდილობდა მიხეილ სუსლოვი საქართველოს დასჯას 1978 წელს

1
657
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
657
  
2022, 23 ნოემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1