x
image
ილია მარტყოფლიშვილი
„ჩავუჯექი მანქანაში, ვხედავ ნიღბიან პოლიციელებს, იარაღს მიტყავდნენ, ისტერიკა იყო“ - ჯაბა კილაძე
image

.

მსახიობი ჯაბა კილაძე რუსთავი 2-ის გადაცემის “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” სტუმარი იყო. მან ბევრი საინტერესო რამ მოყვა მისი ცხოვრებიდან, რომელზეც აქამდე არსად უსაუბრია. როგორც ჯაბა გადაცემის წამყვანთან ნიკა ხაჩიძესთან საუბრისას იხსენებს, თავს გადახდა ისტორია, რა დროსაც ციხეში მოხვედრას ბეწვზე გადაურჩა.

.


“ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია…შეიძლება ამ სტუდიაში არც ვყოფილიყავი. მოკლედ, კუს ტბაზე ავდივართ რამდენიმე მეგობარი. მაშინ “შუა ქალაქი” ჯერ არ იყო და მასიურად არ მიცნობდნენ. მხოლოდ სერიალი “მტვრის გემო” გადიოდა. საღამოს კუს ტბიდან ვბრუნდებით და დიდი საცობია. ამ დროს გვიჩერებს უცხო მანქანა და გვეუბნება, რომ შეუძლია წაგვიყვანოს. მე კუთხეში კარებთან დავჯექი. მანქანა რომ დაიძრა, წინ მჯდომი უცნობები ჰყვებიან, როგორ სცემეს ვიღაც ტიპები. რაღაც მომენტში ტელეფონი ავწიე და ვხედავ, რომ წინ ნიღბებში გადაცმული პოლიციელების კოლონა დგას.

.

ეს ტიპი იძახის მგონი მე მეძებენო. ამის შემდეგ უკნიდან პოლიციელების კოლონა მოგვადგა. ეს ყველაფერი წამის მეასედებში ხდება. მესმის ხმა “დაყარეთ იარაღი”. გავაღე კარები და დავწექი მიწაზე. ვიღაც ტიპი იარაღის ლულას მირტყამს. ყველა ისტერიკაშია. საშინელება ხდება. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ტიპს გამომძიებელთან მოსვლია უთანხმოება. მერე ყველაფერი დალაგდა და გადავრჩით. პოლიციელმა გვიჯიგრა და თქვა ესენი არაფერ შუაში არიანო. ჩვეულებრივად შეეძლოთ დავეკავებინე. ჰქონდათ გადაცემული, რომ ხუთკაციანი დივერსიული ჯგუფი მოდიოდა კუს ტბიდან”, – საუბრობს ჯაბა კილაძე.

.

0
739
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0