x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
ეს საზარელი პატარა არსება თევზის პირში ცხოვრობს და მის ენას ანაცვლებს
პარაზიტი, რომლის შესახებ ამ სტატიაში ვისაუბრებთ, იმდენად საზარელია, რომ საშინელებათა ფილმის პერსონაჟს ჰგავს. მას Cymothoa exigυa ან სხვაგვარად ენის მჭამელი ტილი ეწოდება. ის იზოპოდების ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც კიბორჩხალები და გარნელებიც შედიან. ეს პარაზიტი ძალიან უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობს და სიცოცხლის უდიდეს ნაწილს თევზის პირში ატარებს.


Cymothoa exigυa თავდაპირველად ჩუმად ესხმის თევზს თავს და პირში უძვრება. შემდეგ ჭამს მის ენას და თევზის ენის ადგილს თავად იკავებს. ის მთელ სამყაროში ერთადერთი არსებაა, რომელიც მასპინძლის ორგანიზმში მთელ ორგანოს ანაცვლებს.


ტილი


მდედრი ტილები 2, 5 სანტიმეტრამდე იზრდებიან, მამრი ტილები კი - 1, 2-1, 3 სანტიმეტრამდე. ამ არსებებს კიდევ ერთი უცნაურობაც ახასიათებთ: ყველა “მარტოხელა” Cymothoa exigυa არსებობას იწყებს როგორც მამრი, მაგრამ როგორც კი თევზს პირში ჩაუძვრება და საკუთარ სიმწიფის ასაკს მიაღწევს, სქესს იცვლის და მდედრი ხდება. მაგრამ მსგავს ქცევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუ თევზის პირი სხვა მდედრის მიერ არ არის უკვე დაკავებული.



Cymothoa exigυa თავდაპირველად თავისი ძლიერი ყბებით კბენს თევზს. შემდეგ ენას მაღლიდან ექცევა და თევზის ორგანოს სისხლის მიწოდებას უკეტავს. ამის შემდეგ ნელ-ნელა ჭამს ენას, ხოლო მისი შეჭმის შემდეგ ორგანოს პროთეზის მსგავსად ანაცვლებს და იმ სისხლძარღვებით, რითაც წინათ ენა იკვებებოდა, თევზის სისხლის სმას იწყებს.


ტილი


პარაზიტი ტილი თავის მასპინძელს არ კლავს. მის ინტერესში თევზის სიკვდილი არ შედის. პირიქით, პარაზიტი დაინტერესებულია, რომ თევზმა რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს. ფაქტიურად Cymothoa exigυa ენის ყველანაირ ფუნქციას საკუთარ თავზე იღებს და ბუნებრივი პროთეზის როლს ასრულებს.


ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ მრავლდება Cymothoa exigυa. ეს ძალიან მარტივად ხდება: როცა მდედრიც და მამრიც სიმწიფის ასაკს მიაღწევენ, ეს უკანასკნელი თევზს პირში უძვრება და იქ მოკალათებულ მდედრთან წყვილდება.


ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ემართება Cymothoa exigυa-ს, როცა მას მასპინძელი თევზი უკვდება. სავარაუდოა, რომ ის ტოვებს მის სხეულს და ახალი მასპინძლის ძებნას იწყებს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მასპინძელთან ერთად კვდებოდეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ მწირი ინფორმაციები არსებობს.


ტილი


ამ ყოველივეში ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ Cymothoa exigυa ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მაქსიმუმი, რაც მას შეუძლია, ეს არის კბენა, როცა მას შეეხებით.

0
406
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0