x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
ვირების ყველაზე დიდი რბოლა მსოფლიოში

12 სექტემბერს ქ. სალსედო, რომელიც ეკვადორის ანდებში მდებარეობს, ვირების ყველაზე დიდი რბოლის არენად იქცა და დაახლოებით, ასამდე ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელმა, დიდი ყურებით და ფუნჯიანი კუდით, ქალაქის მოკირწყლულ ქუჩებში ჩაიქროლა.


image


ამ ქალაქში, ვირების პირველი რბოლა 2014 წელს გაიმართა და იქიდან მოყოლებული, ეს ღონისძიება ტრადიციად იქცა. მიზანი კი, ყურადღების მიქცევაა ამ ცხოველების მომავალზე, რომლის პოპულაცია წარსულში, ყველაზე დიდი იყო მთებში და ანდების ხეობებში. მაგრამ დღეს, ეს მაჩვენებელი შემაშფოთებელი ტემპით მცირდება.


image


ვირების რბოლას ძალიან მკაცრი წესები აქვს: აკრძალულია, რომ სახედარს არასათანადო მოპყრობის ნიშნები ჰქონდეს. ასევე, აკრძალულია, შეჯიბრის დროს, ცხოველის ცემა ან მასზე სხვა სახის ფიზიკური ზეწოლა.


image


ცხენების შეჯიბრისგან განსხვავებით, აკრძალულია სპურების გამოყენება. მხედარს კი, არ უნდა ჰქონდეს ნივთები, რომლითაც ზიანის მიყენებას შეძლებს რბოლაში მონაწილე ცხოველისთვის.


image


დისტანცია 600–დან – 800 მეტრამდეა და ის პირდაპირ ქალაქის ცენტრზე გადის. პანდემიის შემდეგ, წელს რბოლა ისევ ჩატარდა და სალსედოში ადგილობრივების გარდა, ღონისძიებაზე დასასწრებად, ტურისტებიც ჩავიდნენ. მიუხედავად ხალხმრავლობისა, ფინიშამდე ყველა «სპორტსმენი» ვერ მივიდა. ბევრი ნახევარ გზაზე გაჩერდა და «ვირის სიჯიუტე» გამოავლინა...



image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნამდვილ მხატვარს ტილო არ სჭირდება... (15 ფოტო)

* სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ თქვენს ღვიძლს სასწრაფოდ გაწმენდა ესაჭიროება (+ გაწმენდის 3 რეცეპტი)

* მექსიკაში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად

* როგორ იქმნება ფოტო–შედევრები? – ფოტოგრაფმა გადაღების პროცესი გაასაჯაროვა (25 ფოტო)

* ყველაზე უცნაური საწოლები და საძინებლები

* ფანტასტიკური კადრები ეგზოტიკური ქვეყნებიდან (35 ფოტო)



1
376
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
376
  
2022, 3 დეკემბერი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1