x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
205-მილიონიანი ინვესტიცია და ასობით მიტოვებული სასახლე

image


იტალიელი ფოტოგრაფი ელეონორა კოსტი (Eleonora Costi), უჩვეულო და უნიკალური ადგილების მოსაძებნად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ამჯერად, მან 700 იდენტური და სრულიად მიტოვებული სასახლე იპოვა. ამ მდიდრულ ქალაქს ბურჯ ალ ბაბასი ჰქვია და ქ. მუდურნის მახლობლად მდებარეობს.

თურქეთის ჩრდ–დას. პროვინციაში, ასობით კოშკიანი სასახლეა დგას, რომელიც მირაჟს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ეს რაღაც საშუალო არის, ფრანგული შატოსა და დისნეის სასახლეებს შორის და ფაქტობრივად, ეს ცარიელი სახლები, ზღაპარი, მხოლოდ მათი ინვესტორებისთვის აღმოჩნდა. «ბურჯ ალ ბაბასის» პროექტზე 205 მილიონი დოლარი დაჯდა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში, იქ არავინ დასახლდეს.


imageimage


პროექტმა სტარტი 2014 წელს აიღო და გათვალისწინებული, 732 ობიექტიდან, უკვე 587-ია აშენებული. ყველა სახლი, უფრო სწორედ, მინი–სასახლე, რომანტიკულ სტილშია შექმნილი. ვილები 400 000–დან – 500 000 დოლარამდე ღირს, – ფასი დიზაინერზეა დამოკიდებული. ქალაქში, ასევე უნდა აშენებულიყო თურქული აბანოები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საკონფერენციო ცენტრები, SPA და მეჩეთი. მიზანი კი, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა იყო.


imageimageimage


მაგრამ, Sarot Group–ის სამშენებლო კომპანიის გეგმა ჩავარდა. მედიის ცნობით, ვილების ნახევარი რეზერვირებულია და შეძენის მსურველებიც გამოჩნდნენ. მაგრამ, მსოფლიოში შექმნილი კრიზისის გამო, ზოგიერთმა მყიდველმა უძრავი ქონების საფასური ვეღარ გადაიხადა. შედეგად, დებიტორულმა დავალიანება 7, 5 მლნ. დოლარი შეადგინა და სამშენებლო კომპანიამ 2018 წ. თავი ბანკროტად გამოაცხადა.


imageimage


მას შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა და «ბურჯ ალ-ბაბასი» დღეს მიტოვებულია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პერუში აღმოჩენილმა გასაღებმა, შეიძლება, ღმერთების სამყაროს კარიბჭე გახსნას

* აკრძალული არქეოლოგია - რას გვიმალავენ მეცნიერები?

* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* უჩვეულო და სასარგებლო ნივთები, რომლის შეძენა ნამდვილად მოგინდებათ

* მსოფლიოს 12 არმია, ყველაზე უცნაური სამხედრო ფორმით

* ფანტასტიკური კადრები ეგზოტიკური ქვეყნებიდან (35 ფოტო)





1
514
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
514
  
2022, 23 ნოემბერი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1