x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გრელკით იძინებდა, ფლაერებს არიგებდა, ცხოვრება თვითონ აქცია ცხოვრებად“ - გურამ შეროზიას ბავშვობა
image

.

პრაიმ ჰაუსში შაბათის ლაივზე ხალხის რჩეული ხმების 62%-ით ბლოგერი გურამ შეროზია გახდა. გუშინ მან 300 000-ზე მეტი ხმა მიიღო. მომხდარს ეხმაურება შეროზიას კურსელიდა სოციალურ ქსელში საინტერესო დეტალებს იხსენებს მისი ახალგაზრდობიდან.,

,


"90-იანი წლების ბავშვობა გამოვლილი ვარ, ისეთ პერიოდში ვსწავლობდით სწავლა რომ "ტეხავდა", ამ დროს კიდევ უფრო დასაცინი რაიონიდან ჩამოსული სწავლაზე შეყვარებული ბიჭობა "ტეხავდა", ეს ბიჭი კი ჯიუტად არ იცვლიდა პოზიციას და ერთ-ერთ წარჩინებული იყო, ეს ის ბიჭია " ხაზეიკასთან" ერთად რომ ცხოვრობდა, ე.წ. გრელკით რომ იძინებდა, ფეხით დადიოდა, სწავლის შემდეგ ფლაერებს არიგებდა, მისთვის 150 ლარი სტიპენდია თვის სამყოფი ფული იყო, მაგრამ ამის გამო საკუთარი პრინციპებისთვის არასოდეს უღალატია, ზოგჯერ საარსებო 150 ლარიც კი დაუკარგავს.ეს ის ბიჭია საწინააღმდეგო აზრს რომ არ უშინდება, წაქცევის მერე რომ უფრო ძლიერად დგება ფეხზე, ცხოვრება რომ თვითონ აქცია ცხოვრებად და არა არსებობად, მიზნები რომ დაისახა და დიდი შრომის ფასად ასრულებს, ეს ის ბიჭია ვის გარემოშიც სულ იცინი, ის ბიჭია ვისაც შენი ნებისმიერი საქციელის მიღება, თუ გინდ შეცდომის გვერდში დგომით და არა კრიტიკით შეუძლია (ამასაც არ გაკლებს), უკარგესი მამა, შვილი, მეგობარი, თანამშრომელი, საუკეთესო თანამგზავრია.მიხარია რომ ვმეგობრობთ, მიხარია რომ კარგი მაგალითი ხარ, ნულიდან წარმატებულ პიროვნებამდე ქცევის. მიუხედავად ბევრი განსხვავებული აზრის, შენი პრონციპების ერთგული დარჩი და არ შეიცვალო! ესაა შენი მთავარი ნიშა ამ ცხოვრებაში. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროექტი, გზავნილი მიღებულია. წარმატებები მეგობარო 0903300305 "თიკა პეტრიაშვილი. დიიიდი მადლობა, მთელი სტუდენტობა თვალწინ დამიტრიალდა“

,

image

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0