x
image
გემი დალანდი
აი, რატომ უნდა დაალაგოთ მონეტები ფანჯრის რაფაზე!
ფინანსური მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას აღელვებს, ამიტომ სხვადასხვა რჩევების გათვალისწინება ურიგო არ იქნება, თუ ფინანსურ პრობლემებს ხშიორად აწყდებით.


უძველესი დროიდან არსებობს მრავალი რჩევა, თუ როგორ მოვიზიდოთ კეთილდღეობა, თუმცა ადამიანების უმრავლესობას მათი არ სჯერა.არადა, როგორც მაგები გვარწმუნებენ, თუ გვინდა ფული არ შემოგვაკლდეს, აუცილებელია რამდენიმე წესი გავითვალისწინოთ:


1. არასდროს გადასცეთ თანხა ხელიდან ხელში.


2.ცოცხი თუ გაქვთ სახლში, ტარით ქვემოთ უნდა მიაყუდოთ.



3.საფულეში ყოველთვის უნდა გქონდეთ კუპიურა, რომელსაც არ დახარჯავთ. ფული ფულს იზიდავს.


image4. ნუ დაითვლით სხვის ფულს, თორემ თქვენი აღარ გექნებათ დასათვლელი.


5.არ გაასესხოთ ფული საღამოს.


6. უმჯობესია ფული სამზარეულოში შეინახოთ.ნუ ამოდებთ მატრასისი ქვეშ ან კარადაში.


თუ სახლში ფულის ხე არ გაქვთ, გაიჩინეთ. ის მაგნიტივით იზიდავს ფულს. თუ გაქვთ, შეგიძლიათ მარტივი რიტუალი ჩაატაროთ. ამისთვის მთავარია სწორად მიმართოთ თქვენი აზრები: თუ გამუდმებით იმაზე ფიქრობთ, რომ ფული არ გყოფნით და გაკლიათ, ეს თქვენს პრობლემას ვერ მოაგვარებს. განეწყვეთ პოზიტიურად! ყოველი ხელფასის შემდეგ აიღეთ სამი მონეტა (ნომინალს არ აქვს მნიშვნელობა) და ჩაფალით ფულის ხის ქოთანში. თან წარმოსთქვით: “როგორც მონეტები რჩებიან მიწის ქვეშ და ხეს სიმდიდრის ენერგიას აძლევენ, ისე მრავლდება ჩემს სახლში ფული და ბევრდება."

image გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ კარ-ფანჯარა ფულის ენერგიის შემოსვლის ადგილებია. ამიტომ, რამდენიმე ყვითელი მონეტა ფანჯრის რაფაზე ყოველთვის უნდა გედოთ.ისინი სიმდიდრეს მოიზიდავენ.


სცადეთ და შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა მართლა გამოსწორდეს.


0
270
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0