x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
15 გასაოცარი ფაქტი, რომელთა დაჯერება ძალიან გაგიჭირდება
სამყარო გასაოცარი და იდუმალია. ჩვენ მისი საოცარი ფაქტების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის შესახებ ვიცით. და ხშირად რაც პირთა გარკვეული წრისთვის ცნობილია, ისიც კი არ იცის ბევრმა დანარჩენმა ადამიანმა. ეს სტატია 15 გასაოცარი ფაქტის შესახებ მოგიყვებათ.


1. ნილოსი დედამიწის ყველაზე გრძელი მდინარეა. 6853 კილომეტრი - ასეთია ნილოსის სიგრძე. ის 11 სახელმწიფოში ჩამოედინება და ყველა მათგანს ამარაგებს წყლით.


ფაქტი


2. ლეონარდო და ვინჩის “Salvator Mundi“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატია. მისი ფასი 450, 3 მილიონი დოლარი გახლავთ.



3. მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტი საფრანგეთს სტუმრობს. 2018 წელს აღნიშნულ ევროპულ ქვეყანას 90 მილიონი ვიზიტორი ეწვია.


4. “შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული” ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. მისმა შემოსავალმა 2, 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.


ფაქტი


5. ჩინეთის პროვინცია ჰენანში მდგარი ”ერთიანობის ქანდაკება” სიმაღლით 182 მეტრია. ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქანდაკებას წარმოადგენს. შედარებისთვის რიო დე ჟანეიროში მდგარი ქრისტეს ქანდაკება 38 მეტრია.


6. თურმე ცრემლების მიხედვით ტირილის მიზეზის დადგენა შეიძლება. თუ ცრემლის პირველი წვეთი მარჯვენა თვალიდან ჩამოდის, ეს სიხარულის ცრემლია, ხოლო თუ მარცხენა თვალიდან - მწუხარების და ტკივილის.


7. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად ლუდოვიკო XIV მეფობდა. ის 72 წლის და 110 დღის მანძილზე იჯდა ტახტზე.


8. მარია კიური ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ნობელის 2 პრემია მიიღო - პირველი ფიზიკის დარგში, 1903 წელს, ხოლო მეორე 1911 წელს - ქიმიის დარგში. კიურების ოჯახი ერთადერთი ოჯახია მსოფლიოში, რომლის 3 წევრზე ნობელის 4 პრემია გაიცა.


9. მეფე ჰენრი მერვეს ჰყავდა მსახური, რომელსაც “Grooms of Stool“ ანუ “ნეხვზე მზრუნველი” ეწოდებოდა. მისი მოვალეობა მეფის გამოწმენდა იყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მოისაქმებდა.


10. დედამიწაზე მცხოვრები მამაკაცების 0, 5% ჩინგიზ ხანის პირდაპირი შთამომავალია. 2003 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად პლანეტაზე მცხოვრებ დაახლოებით 16 მილიონ მამაკაცს იგივე Y ქრომოსომა აქვს, რაც ჩინგიზ ხანს ჰქონდა.


11. რუსეთში ტყეთა ფართობი 815 მილიონი ჰექტარია. ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას.


ფაქტი


12. მსოფლიოში ყველაზე მიყრუებული ადგილი ტრისტან და კუნიას კუნძულებია. ატლანტიკის სამხრეთში მდებარე ამ არქიპელაგიდან ყველაზე უახლოესი დასახლებული პუნქტი, წმინდა ელენეს კუნძული 2434 კილომეტრში მდებარეობს.


წარმოიდგინე, დედა რომ 2434 კილომეტრის მანძილზე გგზავნის საყიდლებზე და სუპერმარკეტი რომ დაკეტილი გხვდება. აი ამას ჰქვია ხანგრძლივი მოგზაურობა.


13. როცა Google-ს საძიებო ველში კითხვას წერთ, საქმეში 1000 კომპიუტერი ერთვება, რათა თქვენ სასურველი ინფორმაცია 0, 2 წამის მანძილზე იპოვოთ.


14. ხშირი სექსი ტვინის ახალი უჯრედების ზრდას უწყობს ხელს.


ფაქტი


15. ადრიან კარტონი იბრძოდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომებში. მას ტყვიები მოხვედრილი აქვს თავში, ფერდში, ფეხში და ყურში. მოგვიანებით მან გადაიტანა ასევე ავიაკატასტროფა და აქაც უვნებლად გადარჩა. ექიმებს მისი ორი თითის ამპუტირება სურდათ, მაგრამ ვერ შეძლეს და მაშინ მამაკაცმა საკუთარი თითები თავად მოიჭამა და გადაყარა. როცა ჰკითხეს, ომში თავს როგორ გრძნობდიო, უპასუხა: „I had enjoyed the war.”

0
790
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0