x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ზვიგენი, რომელსაც 300 კბილი აქვს, თითქოს ჯოჯოხეთიდან არის მოვლენილი
ზღვა რომ მთლად უსაფრთხო ადგილი არ არის, საყოველთაოდ გახლავთ ცნობილი. წყლის სამყარო ძირითადად ჯერ კიდევ შეუსწავლელია და თუ როგორ მონსტრები ბინადრობენ მასში, ხშირად არავინ იცის. ასე მაგალითად საყელოიანი ზვიგენის შესახებ ჩვენთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ის ზვიგენთა უიშვიათესი სახეობა გახლავთ და ამ 300 კბილით აღჭურვილი და ჯოჯოხეთური შესახედაობის მონსტრის საბინადრო არეალი სადმე წყნარი ოკეანის რომელიმე კუნძულის სანაპირო კი არა, პორტუგალიის ღრმა წყლები გახლავთ.


საბედნიეროდ საყელოიანი ზვიგენი ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება და ისიც მხოლოდ წყლის დიდ სიღრმეებში. სანაპიროზე მისი შემჩნევა ძალიან იშვიათად შეიძლება. ბოლოს ეს არსება პორტუგალიის მეჩხერ წყლებში 2018 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები მას “ცოცხალ ნამარხს” უწოდებენ, რადგან მისი წარმომავლობა უძველესია. უკვე 80 მილიონი წელია, რაც ის დედამიწაზე არსებობს. პორტუგალიის სანაპიროსთან ნაპოვნი ინდივიდის წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ არსებობდნენ, როცა ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები ბატონობდნენ. ისინი მაშინაც ზუსტად ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც დღეს. მათ ვიზუალში არაფერი შეცვლილა.


ზვიგენი


საყელოიანი ზვიგენები ზღვაში ერთ კილომეტრამდე სიღრმეში ბინადრობენ. ასეთ სიღრმეზე საკვები ძალიან ცოტაა და ის ძირითადად რვაფეხებისა და კალმარებისგან შედგება. მათი მონადირება უპრობლემოდ შეუძლია საყელოიან ზვიგენს, რომელიც 25 წყებად განლაგებული 300 კბილით მსხვერპლს გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებს.



ცნობილია, რომ საყელოიანი ზვიგენები პორტუგალიის გარდა შოტლანდიის, ესპანეთის, იაპონიის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის წყლებშიც ბინადრობენ. აქ ისინი შიშის ზარს სცემენ ზღვათა სიღრმეების მცირე ბინადრებს.


ზვიგენი

0
319
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0