x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაგნიტური ველის კოლაფსი და ნეანდერტალელების გადაშენება - მეცნიერებმა ახალი მტკიცებულებები მოიპოვეს
ხშირად სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ადამიანები ხუმრობენ, რომ დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიცით კოსმოსის თაობაზე, ვიდრე ჩვენივე პლანეტის და იმის შესახებ, რაც აქვე, ჩვენგან არცთუ ისე შორს ხდება. ამ ხუმრობის მწარე ირონია კიდევ ერთხელ დადასტურდა სულ ცოტა ხნის წინ, როცა ახალ ზელანდიაში აღმოჩენილი კაურის ხის ნარჩენმა მეცნიერებს საშუალება მისცა იმის თაობაზე ემსჯელათ, თუ როდის მოხდა მაგნიტური ველის კოლაფსი უკანასკნელად ჩვენს პლანეტაზე.


კაურის ხის 40-ტონიანი ნარჩენი ახალ ზელანდიაში მორიგი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში აღმოაჩინეს. მისი შესწავლისას მკვლევარები გასაოცარ დასკვნამდე მივიდნენ. ნარჩენი ნათლად მიუთითებდა იმაზე, რომ 42, 000 წლის წინ ჩვენს პლანეტაზე მაგნიტური ველი გაითიშა, რამაც სხვადასხვა სახეობის ცხოველთა მასიური გადაშენება გამოიწვია. როგორც ახალზელანდიელი მეცნიერები ფიქრობენ, სწორედ მაგნიტური ველის გათიშვა იქცა ნეანდერტალელების გადაშენების უმთავრეს მიზეზადაც.


დედამიწა


დედამიწის მაგნიტური ველი იცავს პლანეტას დამღუპველი მაიონიზებელი გამოსხივებისგან, რომელიც კოსმოსში უხვად არსებობს. ის დედამიწის სიღრმეში არსებულ გავარვარებულ გულში იწარმოება და ფარად ეკვრის გარს ჩვენს პლანეტას. გარდა ამისა, დედამიწაზე არსებული ცხოველების და ფრინველების მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებას მაგნიტური ველის მეშვეობით ახდენს. დიდწილად მაგნიტური ველი განსაზღვრავს ასევე ჩვენს პლანეტაზე არსებულ კომფორტულ საშუალო ტემპერატურასაც. სწორედ ამიტომ მაგნიტური ველის კოლაფსს ძალიან დრამატული შედეგები ექნებოდა.



ზოგიერთი მეცნიერი არ ეთანხმება ახალზელანდიელი მკვლევარების მოსაზრებას დედამიწის მაგნიტური ველის კოლაფსის და მისგან გამოწვეული ნეანდერტალელთა გადაშენების შესახებ. ისინი იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას სტაბილურად აქვს ადგილი ყოველ რამდენიმე ათეულ ათას წელიწადში ერთხელ; ცივ კლიმატს ენაცვლება თბილი და პირიქით. ამიტომ მათთვის დედამიწის მაგნიტური ველის კოლაფსი ფანტასტიკურად მოჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ჩანს, ხშირად დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული მცდარი შეხედულებების ამოძირკვა ყველაზე მყარი ფაქტებითაც კი რთულია, მათ შორის სამეცნიერო წრეებში.


მაგრამ თუ ახალზელანდიელი მკვლევარების მოსაზრება დედამიწის მაგნიტური ველის კოლაფსის შესახებ რეალურია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი კოლაფსი შეიძლება მომავალშიც მოხდეს. საინტერესოა, ვართ თუ არა მზად მსგავსი ცვლილებისთვის.

1
622
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
622
  
2022, 19 ნოემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1