ფოტოგრაფია 17 საარქივო ფოტო, რომელიც წარსულის ატმოსფეროში ბევრ სახელმძღვანელოზე უკეთ ჩაგძირავთ 2022, 19 ნოემბერი, 18:13 
ვინ არის აქ ისტორიით დაინტერესებული? ბოლოს როდის წაიკითხეთ რამე ისტორიის შესახებ? ან შეიძლება დოკუმენტურ ფილმს უყურეთ ანდაც პოდკასტს უსმინეთ? მოკლედ, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ წარსულის ფაქტების, ფოტოების საშუალებით გაცნობას. თქვენ შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ თქვენი ქალაქის, ქვეყნისა თუ ხალხთა ისტორიაზე, თუმცა ყოველთვის მოიძებნება რაღაც ისეთი, რის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან განსხვავებულ წლებშია გადაღებული, აქვე შეხვდებით ცნობილი ადამიანების უნიკალურ ფოტოებსაც, რომლებიც აქამდე ჯერ არსად გინახავთ. ასე რომ, მოდით, დრო აღარ დავკარგოთ და პირდაპირ დათვალიერებას შევუდგეთ.
სილვესტერ სტალონე მოსკოვში, რესტორან "Planet Hollywood"-ში, თაყვანისმცემლებთან ერთად, 1997 წელი
მე-19 საუკუნის ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის საკუთარ სახელოსნოში გადაღებული კავკასიელი თავადის დ.ი. იმერეტინსკის პორტრეტი, თბილისი, საქართველო, დაახლოებით 1890 წელი
ბავშვთა თერაპიის მაგალითი იხვის ჭუკების გამოყენებით, 1956 წელი
ინგლისელი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი ჰოვარდ კარტერი ფარაონ ტუტანხამონის სარკოფაგის აღმოჩენისას, 1924 წელი

ფრედი მერკური მშობლებთან ერთად, ლონდონი, 1977 წელი
საგანგებოდ ბავშვებისთვის შექმნილი ეტლი, რომელსაც ჩვილი გაზის შეტევის მავნე ზემოქმედებისგან უნდა დაეცვა, ინგლისი, 1938 წელი
ასე უჩვეულოდ აკეთებდნენ ადრე რენტგენს, ფრანკფურტი, 1929 წელი
შეიძლება არ იცოდით, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოშვებული ჰქონდა მუსიკალური ალბომი - "ნამდვილი პოლკოვნიკი". ფოტოზე კლუბ "Dolls"-ში სწორედ აღნიშნული ალბომის პრეზენტაციაა აღბეჭდილი, მოსკოვი, 1999 წელი

ინდოეთის სახელმწიფო ჯალათი ხმლითა და ფარით წვეტიან ჯავშანში, 1903 წელი

3 წლის აინშტაინი, 1882 წელი
თქვენ წინაშეა ჰენრი სირილ პეჯეტი, ანგლსის მე-5 მარკიზი, რომელიც თავის დროის ერთ-ერთ ყველაზე ექსცენტრულ არისტოკრატად ითვლებოდა. მარკიზმა თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში 43 მილიონი ფუნტი სტერლინგი ძირითადად, სამასკარადო კოსტიუმების შეძენაში გახარჯა

"პოლაროიდში" მომუშავე ქიმიკოსები, 1963 წელი, თანამშრომელ მამაკაცებს 5000-ზე მეტი სხვადასხვა რეაგენტის დატესტვა მოუწიათ ფოტოების მყისიერი ფერადი ბეჭდვის პროცესის გასაუმჯობესებლად
1950-იან წლებში აშშ-ში საავადმყოფოებში პაციენტებს სიგარეტის ამ გზით ყიდვა შეეძლოთ
მერლინ მონრო და თაყვანისმცემლების ზღვა წერილები, 1952 წელი

ოფიცერი აფთიაქს ქურდობისგან წყალდიდობის დროსაც კი იცავს, კანადა, 1974 წელი
ამერიკელი ბეტი ბროსმერი, აშშ, 1959 წელი. მისი ფიგურა სილამაზის ეტალონად დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. 50-იანი წლების სექს - სიმბოლოს თეძოების, წელისა და მკერდის გარშემოწერილობა 96-53-91 სმ-ი იყო
ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გასული საუკუნის სოჭის სანატორიუმში
|