x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რას წერდა ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი საქართველოს შესახებ და რით იყო გაოცებული

ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი წერდა:


ერთმა ეგვიპტელმა ლექტორმა მითხრა, უდიდესი ცივილიზაციის და ხალხის რაოდენობის მქონე ეგვიპტე 7 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანული ქვეყანა იყო, მაგრამ არაბების ერთი შემოტევა დაგვჭირდა, რომ მთლიანად გავმუსულმანებულიყავით და ვინ ხართ ქართველები ასეთი, რომ 1400 წელიწადი უდიდესი ისლამური იმპერიები ყველა მხრიდან გებრძოდნენ მარტოდ - მარტო დარჩენილებს და დღემდე ქრისტიანები ხართ და თან ყველაფერი თქვენი შეინარჩუნეთო, ფაქტია რომ რვაჯერ შემოგვესია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თემურ ლენგი, თითოეული შემოსევა რამდენიმე თვე გრძელდებოდა სრულმასშტაბიანი ომით და უდიდესი ბრძოლებით და აღმოსავლეთ საქართველო მიწასთან გაასწორა, მაგრამ საქართველო ეთნიკურად და რელიგიურად წელში ვერ გატეხა, ამავე პერიოდში ერთადერთი შესევა დასჭირდა ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომ მთელი ჩრდილოეთ კავკასია გაეტეხა და გაემუსლიმებინა, ეს არის ისტორიული ფაქტები, ქართველების ეს გამძლეობა სასწაულების რანგში გადის, რომელიც არანაირი მითოლოგია არაა და გადამოწმებადი ინფორმაციაა - სოფიკო სოხაძე წერს დევიდ ლენგმა, ცნობილმა აღმოსავლეთმცოდნემ და ქართველოლოგმა ასეთი რამ თქვა: "საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია."


ჩემის მხრიდან დავამატებ, თან მოაღწია ისე, რომ ეროვნული რაობის (მაიდენტიფიცირებელი) აღმნიშვნელი არცერთი მდგენელი არ დაუკარგავს და როგორც კი სული მოითქვა, იმავე საუკუნეში მსოფლიოს მისცა არაერთი მეცნიერი, ხელოვანი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ამიტომ ვარ იმედით, სიკეთის მოლოდინით აღსავსე...

image
3
470
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
470
  
2022, 23 ნოემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 13:40
კარგი ადამიანი. :)
0 1 3