x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„დავისტრესე, დასვენება და სიახლე მინდოდა“ - გვანცა დარასელია „ვოისს“ წაიყვანს
image


უკვე ცნობილია სად გამოჩნდება "რუსთავი 2"-დან წასული ცნობილი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. მას არხიდან წასვლის მიზეზებზე ღიად ამ დრომდე არ უსაუბრია. ბოლო ხანს მას "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები მიჰყავდა. უკვე დაანონსდა, რომ დარასელია ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაბარგდა და ამავე არხის ეთერში რამდენმე ხანში უნდა გამოჩნდეს.

,

გვანცა დარასელია ერთერთ ყველაზე პოპულარულ მეგა შოუ „ვოისი“-ს წამყვანი ხდება. გადაცემის პრომო ვიდეო საზოგადოებრივი არხის ტელე ეთერსა და სოციალური ქსელის გვერდებზე უკვე ტრიალებს.


.

ამჯერად სოციალურ ქაელში გამოჩნდა ვიდეო რგოლი, სადაც გვანცა დარასელიას მომხმარებლები რუსთავი 2-ის დატოვების მიზეზების შესახებ ეკითხებიან და განმარტებას სთხოვენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამჯერად გვანცა დარასელია შეკითხვას ღიად და პირველად პასუხობს. ამავე ვიდეოში ტელეწამყვანი რუსთავი 2-ის დატოვების მიზეზს ღიად ასახელებს.

.

„დავისტრესე“ - სოცქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც გვანცა დარასელია „რუსთავი 2“-დან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს

.

„დავიღალე, დავისტრესე და ცოტა მინდოდა რომ გარკვეული სიახლეები მქონოდა. პაუხის აღება გადავწყვიტე. დასვენება და საკუთარ თავში გარკვევა, ფიქრი მინდოდა. საკუთარი თავისთვის დროის მიცემა მინდოდა იმისათვის, რომ ძალიან მომინდეს, მოტივაცია დამიბრუნდეს და შემდგომში რასაც გავაკეთებ, ძალიან დიდი ენთუზიაზმით გავაკეთო ის საქმე. დიდი სიყვარულით და სიხარულით.

.

0
202
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0