x
ინტერნეტის შექმნა - ისტორია და გამოგონებები
image

ინტერნეტი ათობით მეცნიერის, პროგრამისტისა და ინჟინრის ნამუშევარია, თითოეულმა შეიმუშავა ახალი ფუნქციები და ტექნოლოგიები, რომლებიც საბოლოოდ გაერთიანდა. დიდი ხნით ადრე, სანამ ინტერნეტის შესაქმნრლად იარსებებდა გარკვეული ტექნოლოგიები, ბევრი მეცნიერი უკვე ელოდა საინფორმაციო ქსელების არსებობას მთელ მსოფლიოში.


მეცნიერებმა შეიმუშავეს ელექტრონული მონაცემების ეფექტური გადაცემის მეთოდი, რომელიც მოგვიანებით გახდა ინტერნეტის ერთ-ერთი მთავარი საწყისი.


1900-იანი წლების დასაწყისში გამომგონებელი ნიკოლა ტესლას იდეა იყო "მსოფლიო უკაბელო სისტემა". ამის შემდეგ უკვე ჯოზეფ კარლ რობნეტ ლიკლიდერმა გამოაქვეყნა ხედვა, რომ კომუნიკაციისთვის უნდა გემოეყენებინა კომპიუტერული ქსელები. თუმცა მანამდე, კომპიუტერები ძირითადად გამოიყენებოდა როგორც მათემატიკური მოწყობილობები, გამოთვლების დასაჩქარებლად.


imageნიკოლა ტესლა ლაბორატორიაში, კოლორადო, 1899 წელი.


ჯოზეფ კარლ რობნეტ ლიკლიდერი იყო მე-20 საუკუნის ამერიკელი მეცნიერი. ლიკლიდერი შეუერთდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის კვლევითი პროექტების სააგენტოს (ARPA) 1962 წელს, როგორც ინფორმაციის დამუშავების ტექნიკის ოფისის (IPTO) დირექტორი.


ინტერნეტის პირველი მოქმედი პროტოტიპი გაჩნდა 1960-იანი წლების ბოლოს ARPANET-ის, ანუ Advanced Research Projects Agency Network-ის შექმნით. თავდაპირველად ის დაფინანსებული იყო აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. ARPANET-მა გამოიყენა პაკეტების “გადართვის” ფუნქცია, რათა დაკავშირებოდა მრავალ კომპიუტერს ერთ ქსელში. 1969 წლის 29 ოქტომბერს, ARPAnet-მა გამოაქვეყნა თავისი პირველი მესიჯი: კომუნიკაცია ერთი კომპიუტერიდან მეორეში.

imageARPANET-ის გავრცელების ვიზუალური წარმოდგენა 1974 წლისთვის.


პირველი კომპიუტერი მდებარეობდა UCLA-ს კვლევით ლაბორატორიაში, ხოლო მეორე სტენფორდში. თითოეული მათგანი დაახლოებით პატარა სახლის ზომის იყო.


ამის შემდგომ ონლაინ სამყარომ უფრო ცნობადი ფორმა მიიღო 1990 წელს, როდესაც კომპიუტერულმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს-ლიმ გამოიგონა მსოფლიო ქსელი.


რაც შეეხება საძიებო სისტემა Google-ს, ის დაარსდა 1998 წელს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ, მაგრამ თავდაპირველად Google-ის იდეა გაუჩნდა ორ გამომგონებელს, 1995 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში. Google-მა მიიპყრო ინვესტორების ყურადღება. ამიტომ პეიჯმა და ბრინმა გადაიტანეს მათი ოფისი ავტოფარეხში, სადაც კომპანია დაიწყო. 1998 წლის აგვისტოში Sun-ის თანადამფუძნებელმა ენდი ბეხტოლსჰაიმმა დაუწერა ლარისა და სერგეის ჩეკი 100 000 დოლარის ოდენობით და ოფიციალურად დაიბადა Google. დღეს Google აწარმოებს ასობით პროდუქტს, რომელსაც იყენებს მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, YouTube, Gmail და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Google Search.

0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
79