x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124037
  • ვიდეო:355503
  • სურათი:496607
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლე "იესო ქრისტეს რწმენის" გამო ცილისმწამებელს უჩივის
image

ლიჰი ლაპიდმა, ისრაელის პრემიერ მინისტრის იაირ ლაპიდის მეუღლემ, რომელიც თანამდებობაზე რჩება ახალი კოალიციისა და მთავრობის ჩამოყალიბებამდე, გამაფრთხილებელი წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აპირებს საჩივრის შეტანას რაბინი ტობიას ზინგერის წინააღმდეგ ცილისწამების გამო.



ზინგერი, რომელიც არის ორგანიზაცია Outreach Judaism-ის („განმანათლებლური იუდაიზმი“) დამფუძნებელი და ლიდერი, ცნობილია ებრალებს შორის მისიონერული საქმიანობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლით.


მანამდე 60 წლის ზინგერმა, (ქვემოთ ფოტოზე)რომელსაც აქვს ამერიკის მოქალაქეობა და მუდმივად ცხოვრობს პენსილვანიაში, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებს, რომ ებრაელ ლიჰა ლაპიდს სწამს ქრისტე.


image

”ვიდეო, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ თქვენს YouTube არხზე, რომელსაც აქვს თითქმის 30, 000 ნახვა, არის ბოროტი, უსაფუძვლო შეთქმულება” - წერს რაბინს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლე.



მოგვიანებით გაირკვა, რომ სავარაუდოდ ლაპიდების ოჯახთან დაახლოებული პირი, რომლის განცხადებები დაედო საფუძვლად ზინგერის დასკვნებს, გამოიყენა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც მან მოგვიანებით სიცრუედ აღიარა.

imageფოტოზე: ლიჰი ლაპიდი



ლიჰი ლაპიდმა წინასწარი განჩინების საფუძველზე მოთხოვა ზინგერს წაშალოს „ ღირსების შებღალავი“ ვიდეო, ასევე დაეკისროს 100 000 შეკელი (დაახლოებით 70 ათასი ლარი) მორალური კომპენსაციის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ემუქრება სასამართლო პროცესებს, რის შემდეგ თანხა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

2
334
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ნოემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2