x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
13 უცნაური დიპლომატიური საჩუქარი, რომელიც კი ოდესმე მსოფლიო ლიდერებს მიუღიათ

image


და რაც არ უნდა თქვათ, ყველაზე ექსტრავაგანტული საჩუქარი მაინც პრინცმა ფილიპმა მიიღო.


1945 წლიდან მოყოლებული ჰოლანდიელები მადლიერების ნიშნად კანადაში 20 000 ტიტას ბოლქვს აგზავნიან.


image


მადლიერების ეს აქტი სათავეს მეორე მსოფლიო ომიდან იღებს, როდესაც მათ დედოფალი იულიანა ქალიშვილებთან ერთად მიიღეს. დღესდღეობით, ჰოლანდიელები კანადაში ყოველწლიურად 20 000 ტიტას ბოლქვს გზავნიან. მეტიც, მათ კანადის დროშის მსგავსი სპეციალური ტიტაც კი გამოიყვანეს.




ნორვეგია, ბრიტანეთის დახმარების აღსანიშნავად, ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლიაში ინგლისს ყოველწლიურად, საშობაო სეზონზე, ტრაფალგარის მოედანზე დასარგავად დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხეს უგზავნის.


image


ნორვეგია ნაცისტების ხელში ერთ ღამეში ჩავარდა, დევნილობაში მყოფმა მთავრობამ თავი ლონდონს შეაფარა, სადაც მათ წინააღმდეგობის სტრატეგიებისა და ინიციატივების კოორდინაცია შეძლეს. ეს დახმარება 1947 წლიდან დღემდე დავიწყებას არ ეძლევა.




რიჩარდ ნიქსონის დიპლომატიური ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ვაშინგტონის ეროვნულ ზოოპარკს ორი გიგანტური პანდა აჩუქა.


image


ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, სწორედ ამით დასრულდა ორ ქვეყანას შორის 25-წლიანი კომუნიკაციისა და დიპლომატიის სრული არარსებობა.




როგორც ცნობილია, თავისუფლების ქანდაკება - ფრანგების საჩუქარია ამერიკელებისთვის.


image


93 მეტრის სიმაღლის ქანდაკება 1886 წელს გაიგზავნა. ამერიკამ შთააგონა საფრანგეთი აჯანყებულიყო მონარქიის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის გზაზე, ამიტომ საჩუქარი გაიგზავნა ქვეყანაში, სადაც თავისუფლება წარმოიშვა.



ტროას ცხენი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180-იან წლებში ბერძნებისთვის იქნა ნაჩუქარი, როგორც ქალაქში შეღწევის საშუალება, რათა ათწლეულის ალყას ბოლო მოღებოდა.



image


ის, რომ ტროას ცხენი გამოგონილი არ არის, ისტორიკოსები დღემდე ეჭვობენ, თუმცა მტრის ჯარისკაცებით სავსე ეს ცხენი აშკარად არ არის ის საჩუქარი, რომლის მიღებასაც რომელიმე თქვენგანი ისურვებდა.




გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი მეფის, ჯორჯ VI-ის ბრძანებით შექმნილი ეს ხმალი იოსებ სტალინისთვის იქნა ნაჩუქარი.


image


სტალინი სტალინგრადის ბრძოლას ხელმძღვანელობდა. ომის დასრულება გერმანიისთვის დამანგრეველი იყო. ეს ხმალი ჩერჩილმა სტალინს თეირანის კონფერენციაზე აჩუქა, როგორც ხარკი სტალინგრადის ბრძოლის დროს საბჭოთა ჯარისკაცების საპატივსაცემოდ გაღებული.





ბარაკ ობამამ 2009 წელს ინგლისში ვიზიტის დროს პრემიერ - მინისტრსა და დედოფალს რამდენიმე საინტერესო საჩუქარი გაუკეთა.


image


ამერიკის პრეზიდენტმა 25 DVD - დევიდ კემერონს, "iPod Classic"-ი კი ოთხმოცი წლის დედოფალს აჩუქა.




2010 წელს ტომმა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთში, კუნძულ ტანაზე ცხოვრობდა პრინცი ფილიპის მიმართ საკუთარი თაყვანისცემა ასეთი ორიგინალური საჩუქრით გამოხატა, რომელიც საბოლოოდ, მას გადასცა კიდეც.


image


1826 წელს ეგვიპტის ოსმალეთის იმპერიის გუბერნატორმა, შარლ X დე ბურბონს აჩუქა ჟირაფი სახელად ზარაფა, რათა მას ფრანგები დაერწმუნებინა შეეწყვიტათ სულთნის წინააღმდეგ აჯანყებული ბერძნების მხარდაჭერა.


image


მართალია ჟირაფმა საფრანგეთში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა ცხოველმა იქ მთელი 18 წელი გაატარა.





მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს მიერ ინგლისის დედოფლისთვის ნაჩუქარი კუტკალიას ფორმის ღვინის მაცივარი ამ სიაში მხოლოდ თავისი ორიგინალობის წყალობით მოხვდა.


image


1, 8 მეტრი სიგრძის ღვინის მაცივარი გიგანტური კუტკალიას ფორმის... რატომაც არა?





2013 წელს მალის გასათავისუფლებლად საფრანგეთისთვის ნაჩუქარი აქლემი იქნა მოკლული და თონეში შემწვარი, მაშინ როდესაც ის ტიმბუქტუში მცხოვრებ ოჯახს მოსავლელად ჰქონდა გადაცემული.


image


2013 წელს აქლემი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს მადლიერების ნიშნად მალის ისლამისტებისგან გათავისუფლებისთვის გადაეცა, იქნა იმ ოჯახის მიერ შეჭმული, რომელსაც ცხოველი მეურვეობისთვის გადაეცა, მოგვიანებით მალიმ საფრანგეთს კიდევ ერთი აქლემი გადასცა, რომელიც ამჯერად, პირდაპირ პარიზში იქნა გაგზავნილი.




1977 წელს დედოფლის ფიჯიზე სტუმრობისას ადგილობრივმა მზარეულებმა ტრადიციული ცერემონია მოამზადეს.

image


მათ ინგლისის დედოფალს ფიჯის მთავრობის ყველაზე ძვირფასი ქონება - ვეშაპის კბილი (ტაბუ) აჩუქეს.




1848 წელს დაჰომეის მეფე გეზომ (ამჟამად, ბენინის ნაწილი დასავლეთ აფრიკაში) მეტოქე ტომების წინააღმდეგ მონებზე ნადირობისას ხუთი წლის გოგონა შეიპყრო.


image


სწორედ ამ დროს მეფესთან მიავლინეს ბრიტანული მისია ფრედერიკ ფორბსის ხელმძღვანელობით. ინგლისის დედოფალ ვიქტორიას სახელით ფორბსს სურდა დაერწმუნებინა მეფე გეზო, შეეწყვიტა საკუთარი ხალხის მონებად გაყიდვა. მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო, თუმცა გეზომ "ფერადკანიანი მეფისგან თეთრების დედოფალს" საჩუქარი შესთავაზა - და ეს ძღვენი პატარა მონა გოგონა გახლდათ. მოგვიანებით ფორბსმა მეფე გეზო დაჰომეიში მონობის მთლიანად გაუქმებაშიც დაარწმუნა.




0
578
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
578