x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყატარმა გამარჯვებისთვის ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე?
image

გარიგების ფასმა 7, 4 მილიონი დოლარი შეადგინა.



ახლო აღმოსავლეთის კვლევების ბრიტანული ცენტრის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ამჯად ტაჰმა სოციალურ მედიაში სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა: ყატარმა შეძლო მოწინააღმდეგე გუნდის, ეკვადორის რვა ფეხბურთელის მოსყიდვა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ., "გარიგების" თანხამ 7, 4 მილიონი დოლარი შეადგინა.


ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელებს თამაში უნდა დაეთმოთ.



ცნობილია, რომ მატჩი ყატარის სასარგებლოდ 0:1 უნდა დასრულებულიყო, გადამწყვეტი გოლი კი მე-2 ტაიმში გავიდოდა.


"ყატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი 7, 4 მილიონ დოლარად მოისყიდა, რათა წააგონ გახსნის მატჩი (0-1, მეორე ტაიმში გოლი). ეს დაადასტურა ხუთმა ინსაიდერმა ყატარიდან და ეკვადორიდან. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიცრუეა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება გავლენას მოახდენს შედეგზე. მსოფლიო "ფიფას" კორუფციას უნდა დაუპირისპირდეს“, - წერს ის.


image

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.


20 ნოემბერს გახსნის მატჩში ერთმანეთს ეკვადორისა და ყატარის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.


აღსანიშნავია, რომ ყატარში ჯერ არ დაწყებულა მსოფლიო ჩემპიონატი და უკვე ინციდენტები ხდება, ასე მაგალითად, ს ჩემპიონატის წინ დანიელ ჟურნალისტებს Live-ჩართვის დროს გადაღებები შეაწყვეტინეს. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატორს კამერა წაართვეს და მისი დამტვრევითაც ემუქრებოდნენ. ეს ხდება იმ დროს, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენიმე დღეში იწყება.


რამდენიმე დღის წინ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყატარის ელჩმა გერმანიის მაუწყებელს ZDF-ს განუცხადა, რომ ჰომოსექსუალებმა, რომლებსაც "გონებადაზიანებულები" უწოდა უნდა მიიღონ ქვეყნის წესები:


"აქ მათ უნდა მიიღონ ჩვენი წესები ”, - თქვა სალმანმა ინტერვიუში.„(ჰომოსექსუალიზმი) ჰარამია. იცით, რას ნიშნავს ჰარამი?( (აკრძალულს)” - დასძინა მან.


კითხვაზე, რატომ იყო ეს ჰარამი, სალმანმა უპასუხა: „მე არ ვარ მკაცრი მუსლიმი, მაგრამ რატომ არის ეს ჰარამი? იმიტომ, რომ ეს გონებრივი დაზიანებაა“.


ამის შემდეგ ინტერვიუ მაშინვე შეწყიტვა თანმხლებმა ჩინოვნიკმა.ამის შემდეგ Reuters-ი ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმს დაუკავშირდნენ, მაგრამ მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.




საქმე იმაშია, რომ ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ყველა სტუმარს მიესალმებიან.


აღსანიშნავია, რომ ინგლისი და უელსი - სხვა ქვეყნებთან ერთად - გეგმავენ ტურნირზე ცისარტყელას ფერის სამკლაურების ტარებას, რომელზეც ამოტვიფრული იქნება "ერთი სიყვარული".

2
138
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
2022, 23 ნოემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2