x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508456
შოთა ნიშნიანიძის მეუღლის ნაამბობი მათი წარსულიდან ...

"ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს ძალიან ცხელოდა და ორივეს მოგვინდა ბორჯომი, მაგრამ არცერთს არ გვქონდა ფული. რა იქნება ერთი ოც კაპიკიანი გვაპოვნინა მეთქი ვინატრე. კიბე ჩავიარეთ თუ არა, შოთამ დაიყვირა. ვაა, დაიხარა და რაღაც აიღო. თვალებს არ დავუჯერე, მუჭი რომ გაშალა ხელში სამმანეთიანი ეჭირა. ბორჯომი ვიყიდეთ და უკან დავბრუნდით. მთელი გზა ნაპოვნ ფულზე ვლაპრაკობდით. ბიბლიოთეკას რომ გავუსწორდით შოთამ დარჩენილი ფული ჯიბიდან ამოიღო და მითხრა: "მოდი აქ დავდოთ, ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო."
ფული კიბეზე დადო და წავედით.
სულ მახსოვს მისი გულიანი ნათქვამი: "ნეტავი ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა ხარივით გამწევი მამულის გასახარისად.
ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი,
ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც შევძლო ხარისოდენი."
image
2
302
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
302
  
2022, 23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2