x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უცნაური ისტორიული მოვლენა: როგორ მოიკლეს თავი ცეკვით სტრასბურგის მკვიდრებმა
საუბარია არა ერთ მოვლენაზე, არამედ რამდენიმეზე. არ შეგვეშინდება, თუ ვიტყვით სიტყვა „ეპიდემიას“. „ცეკვის ჭირმა“ თითქმის 400 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.


image


მთელი ისტორია დაიწყო ვიღაც ტროფეათი. მან უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო.


image



თან ისე, რომ მთელი 5 დღე ცეკვავდა, სანამ ადგილზე არ მოკვდა.


სანამ ტროფეა მოკვდებოდა, ცეკვაში მთელი 34 ადამიანი აჰყვა!


image


ასე რომ თავის ველურ და უცნაურ ცეკვაში მარტო არ იყო.


მხიარულ „გართობას“ ყოველდღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა.


image


1 თვეში თითქმის 400 ადამიანი შეუერთდა.


ცხოვრება გაჩერდა. ეს ხალხი არაფერს ჭამდა, არ სვამდა, მხოლოდ ენერგიის დაცლამდე ცეკვავდა.


image


ზოგიერთი დაღლილობისგან მოკვდა, სხვები – გულის შეტევისგან.


image


ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი სამწუხაროდ დასრულდა.


საბოლოოდ, ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ყველა მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება აეკრძალა. ამან იმოქმედა.


image


ყველაფერი ისე უეცრად დასრულდა, როგორც დაიწყო.


მეცნიერები და ისტორიკოსები დღემდე ცდილობენ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ერთ მოსაზრებაზე ვერ შეთანხმდნენ.


image


მკვლევარები ყველაზე მეტად ემხრობიან ვერსიას, რომ ადამიანები ასე ცდილობდნენ სტრესის მოხსნას, რომელიც მე-16 საუკუნეში, როცა ტექნოლოგია არ არსებობდა და სტიქიური უბედურებები ხშირი იყო, საკმარისზე მეტი იყო.


image


სხვები ამბობენ, რომ პრობლემა საკვებში იყო. შესაძლოა პურში და დაინფიცირებულ ფქვილში, რამაც კონვულსია გამოიწვია.


image


ასეა თუ ისე, არც ერთი ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არაა.


მსგავსი „ეპიდემიები“ ევროპის სხვა ქალაქებში არაერთხელ განმეორდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება

2. პირველი სიცილაკი ხეთებმა 4000 წლის წინ მოიფიქრეს. ამ ნიშნით ნივთებს რთავდნენ

3. 14 ფაქტი, რომელიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით

4. მაიმუნებს სხვის ადგილას თავის წარმოდგენა შეუძლიათ - ახალი კვლევა

5. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

6. როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება



0
340
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
340