x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომლებიც არ მალავენ სხეულის დეფექტებს და ასაკის თვალსაჩინო კვალს

image არის ცნობილების ისეთი კატეგორია რომელიც ლამის 24 საათიან რეჟიმში უვლის თავს, მიმართავს პლასტიკურ ქირურგებ დახმარებისათვის, იჭიმავს სახეს, მალავს მაქსიმალურად ცელულიტებს და ასე შემდეგ, მაგრამ არის ასევე მეორე კატეგორია რომელიც თავს მართალია უვლის, მაგრამ დროს არ კარგავს პლასტიკურ ქირურგიაზე და არც საკუთარი სხეულის დაბერების და დეფექტების დამალვას ცდილობს დიდად.


შერონ სტოუნი ჰოლივუდის ზე ცნობილი ვარსკვლავია, მისი ინტელექტის დონეც თითქმის მაქსიმალური ქულითაა შეფასებული, მაგრამ ხედავთ სოფლის მშრომელი გლეხი ქალივით აქვს ფეხის ქუსლები. შერონს ეს არ აკომპლექსებს, მეტიც ხშირად ხუმრობს: "ქალს შრომის კვალი უნდა ეტყობოდესო".

სკარლეტ იოჰანსონზე ვერავინ იტყვის მოუვლელი ქალიაო, მიუხედავად ამისა მის სხეულზე აშკარად იკვეთება ცელულიტები, თუმცა მსახიობი სულაც არ ფიქრობს მათ დამალვაზე, ატარებს მინი კაბებს და ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერია.
image
ჯენიფერ ლოპესსაც დიდად არ ადარდებს ის, რომ პაპარაცებს მის სხეულზე ცელულიტების პოვნა არ უჭირთ.


"რატომ უნდა ვიდარდო ცელულიტების გამო"?-კითხულობს ესტრადის და კინოს ვარსკვლავი და მართალიცაა.
image
არც ულამაზესი ალისია სილვერსტოუმი ცდილობს მოიშოროს უამრავი მეჭეჭი, რომელიც შუბლზე და სხეულის სხვა გამოსაჩენ ადგილებზე აქვს.
image
არც მენდი მური ცდილობს დამალოს სოკოიანი ფრჩხილები.
image
ჰელენ მირენს ნამდვილად არ უჭირს ფინანსურად ისე, ფეხის ტერფზე კორძი მოიშოროს, მაგრამ არ უნდა ოპერაციის გაკეთება და ვისი რა საქმეა.
image
არც ულამაზეს მეგან ფოქსს აწუხებს დიდად, ფეხის გაპარსვის თუ ეპილაციის მერე გამონაყარები რომ აქვს და საზოგადოებაში ასე ჩნდება.
image
არც ემი უიტსონი ცდილობს სახის გაწმენდას შესაბამისი მეთოდებით, რადგან სულაც არ აწუხებს ასეთი სახის ქონა.
image
მადონასაც დიდად არ ადარდებს ნაკეცების ქონა სახეზე და ზედა ტუჩზე ხშირი ბუსუსები.
image
ქეით ბეკინსლეის თამამად შეუძლია მიმართოს პლასტიკურ ქირურგს ბიუსტზე ნაიარევების კვალის დასაფარად, მაგრამ არ იკეთებს, რადგან კომპლექსები არ აწუხებს.
image










0
483
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
483