x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
7 ძირითადი შეცდომა საწოლში: სექ@ოლოგის რჩევები
image

სამი დღეა ერთად ხართ თუ სამი წელი, მნიშვნელობა არა აქვს; არის საერთო შეცდომები, რომელიც ნემისმიერს სექსუალურ ცხოვრებას გაუფუჭებს.



ბრიტანელმა სექსოლოგმა რუბი პეინმა და მისმა კოლეგებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში - ინტიმური ჩვევების ანტირეიტინგი სულ 7 პუნქტისგან შედგება.


შეცდომა პირველი: ორგაზმის მიზნად დასახვა




რუბის თქმით, ორგაზმი მხოლოდ სექსის „ბედნიერი ქვეპროდუქტია“, მაგრამ არა მისი დედაზრი. ორგაზმზე გადაჭარბებული ფოკუსირება იწვევს ორივე ადამიანზე ზედმეტ ზეწოლას, რაც კლავს განწყობას. სექსოლოგი გვირჩევს, არ გაამახვილოთ ყურადღება კულმინაციაზე, უბრალოდ დატკბეთ პროცესის ყოველი წამით შედეგზე ფიქრის გარეშე.



შეცდომა მეორე: დახედო საათს




ატმოსფეროს მკვლელი ნომერი მეორე არის დრო. რა თქმა უნდა, ბევრ წყვილს აქვს სექსი „ექსტრემალური“ პირობებში – მაგალითად, იმის ცოდნა, რომ 15 წუთში ბავშვები სკოლიდან სახლში დაბრუნდებიან. და მაინც არ უნდა შეხედო საათს, ამიტომ უკეთესია სიტუაციის დაგეგმვა ისე, რომ ეს არ გახდეს საჭირო.




შეცდომა მესამე: გამოიყენოთ ერთი და იგივე პოზები



ჩვენ ყველა ჩვეულებრივ მივმართავთ მეთოდებს, რომლებიც უკვე რეკომენდირებული და გამოცდილია და არც სექსია გამონაკლისი. თუმცა, რუბი თვლის, რომ ზოგჯერ კარგია ცნობისმოყვარეობა - ეს დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ინტიმური ცხოვრება უფრო საინტერესო და დაანახოთ თქვენს პარტნიორს, რომ ეს პროცესი თქვენთვის მოსაწყენ ოჯახურ მოვალეობებში არ გადაქცეულა. კიდევ ერთი სექსოლოგი – კეით მოილი განმარტავს, რომ ახლის არ უნდა გეშინოდეს. მთავარია მოულოდნელად არ დაიწყოთ ექსპერიმენტები, არამედ წინასწარ განიხილოთ თქვენი სურვილები.


შეცდომა მეოთხე: ძალიან ბევრი ღვინო


რამდენიმე ჭიქამ შეიძლება განწყობა აგიმაღლოთ, მაგრამ როცა ალკოჰოლი ჭარბადაა, უკვე ყველაფერს გააფუჭებს. „თუ გეგმავთ ღამით ეროტიკულ თამაშებს, შეეცადეთ შეზღუდოთ ალკოჰოლის რაოდენობა, თორემ ალკოჰოლი უბრალოდ ჩაახშობს ყველა შეგრძნებას და სიამოვნების მიღებაში ხელს შეგიშლით “, - ამბობს სექსისა და ურთიერთობის ტრენერი ნეს კუპერი.



შეცდომა მეხუთე : არ ილაპარაკო


სექსის დროს ენა, უპირველეს ყოვლისა, მისი დანიშნულებისამებრ უნდა იყოს გამოყენებული – პარტნიორს ჰკითხოს, რა მოსწონს, რა არა და კიდევ რა სურს. „თუ რაიმე ახალს ცდილობთ, დარწმუნდით, რომ ეს მხოლოდ თქვენთ არ გაწყობთ. ამისთვის საჭირო არაა ყოველ ხუთ წამში კითხვები, მაგრამ დიალოგი აუცილებელია, ”- განმარტავს რუბი.



შეცდომა მეექვსე: სექსი ძალიან მშიერზე და ზედმეტად დანაყრებულზე


ჩვენი განწყობა იცვლება იმისდა მიხედვით, მშივრები ვართ თუ ცოტა ხნის წინ მსუყედ ვივახშმეთ . „ადამიანი, რომელსაც ენერგია აკლია, სექსუალური თამაშების დროს სრულად ვერ გამოხატავს თავის თავს. სექსი ფიზიკური აქტივობაა და ჩვენ გვჭირდება საკვები, რომელიც მოგვცემს ძალას“, - განმარტავს ნესი.


ჭარბი ჭამის დროს სიტუაცია საპირისპიროა - ზედმეტად მოდუნებულები ვხდებით. ნესი მსუბუქ ვახშამს გვირჩევს – ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება აქტიური ღამის წინ.


შეცდომა მეშვიდე: არასწორი ტემპერატურა საძინებელში



სიცივეც და სიცხეც უხერხულობას გვიქმნის. ნესის თქმით, ეს ართულებს სექსისგან მიღებულ სიამოვნებას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ოთახში არც შეგცივდეს და არც გაოფლიანდე.

0
580
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0