x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა ამბავი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან ...

"როგორ არა მომიპარავს და ესეთ ქურდობას კარგი შედეგი მოყვა. მახსოვს თხილი მოვიპარე კოლმეურნეობის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, რას დამიჭერდა მოხუცი იყო და მე ახალგაზრდა.


საღამოს კანტორაზე დამიბარეს თავჯდომარემ და მითხრეს თხილს რატომ იპარავდიო, მეველეც იქ იყო.


სასტიკი უარი ვუთხარი, რომ არ მომიპარავსმეთქი.მეველე განცვიფრებული მიყურებდა და მე ვუთხარი ეს მოხუცია ალბათ და მოეჩვენა მე ვიყავი მეთქი. გამომიშვეს… გზაში დამეწია მეველე და მითხრა, რომ შვილო ნოდარო ადამიანს აქვსო შუბლის ძარღვიო ის რო გაუწყდებაო მერე იოლია ძალიან ცხოვრებაო და ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო მთხოვა. ეს როგორც ერთ-ერთი მცნება სახარების ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ, რომ ეს ნამუსის ძარღვი შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო”.


ნოდარ დუმბაძე

image
1
214
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
214
  
2022, 17 ნოემბერი, 11:29
ბრწყინვალე ადამიანი და მწერალი!
0 1 1