x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მოულოდნელად გაისმა დავარდნის ხმა.. მამა ავიდა სახურავზე და..." - რას ჰყვება გიორგი გასვიანი

image


მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, 2 რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბავშვობის დროინდელ ერთ ისტორიას იხსენებს:


"მინდა ერთი პატარა ამბავი გავიხსენო ბავშვობიდან: სოხუმში, ახალ აშენებულ სახლში, ახალი გადასულები ვიყავით.. მამამ სათამაშო ჰოკეი მომიტანა... ვთამაშობდი... აგვისტოს დღეები იყო...1992.. ძალიან ახლოს გადაიფრინა ვერტმფრენმა და სახლის სახურავზე მოულოდნელად გაისმა მძიმე მეტალის დავარდნის ხმა.. იყო გაკვირვება.. გაოცება.. მამა ავიდა სახურავზე და ჩამოიტანა შავი ფერის ნატეხი... ცხელი იყო... მითხრა ეს ნაღმის ნამსხვრევი და ნაწილიაო, ე.წ. "ასკოლკა"...


დღემდე ვერ ვხსნი საიდან გაჩნდა ჩვენს თავზე გადაფრენილი სავარაუდოდ რუსული ვერთმფრენისგან ეს ნაღმის ნამსხვრევი... პატარა ვიყავი, ასე დამამახსოვრდა ეს ამბავი... იმ დღეებში ომი უკვე დაწყებული იყო და სანამ სიტყვა "ევაკუაციას" გავიგებდი, მანამ ცხელი "ასკოლკა" ვიხილე.. კინოს გავდა.. შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა დიდ ომში! საბოლოოდ მამაჩემიც გაიყოლა და ჩვენი ცხოვრების ბევრი, ბევრი სიკეთე...


დღეს პოლონეთს მიწვდა 2 რაკეტა.. 2 ადამიანიც მოკლა!!

ჩემი მეცსიერებიდან არ იშლწბა ეს უცხო, შავი ფერის ცხელი "ასკოლკა", დიდი უბედურების მომასწავებელი...


ასე იციან მაგათ.. თითო ოროლა რაკეთით, ან ბომბით.. ხან თვითმფრინავებით ვითომ შემთხვევით საჰაერო სივრცეების გარღვევით.. შემდეგ აკვირდებიან რეაქციას...

NATO არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ვფიქრობ პუტინი განწირულია!

აი ისიც! "ასკოლკა" -ზუსტად ასეთი იყო (ეს რომის პაპს გადასცეს უკრაინიდან)" - წერს გიორგი გასვიანი.



image


შეგახსენებთ, რომ გუშინ, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 2 რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა განაცხადა, რომ რაკეტები მისი არ იყო. ის რომ საფრენი აპარატები არა რუსული, არამედ უკრაინული იყო პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დღეს განაცხადა, მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "პოლონეთში რაკეტა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მუშაობის შედეგად ჩამოვარდა". ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ინფორმაცია "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებსაც მიაწოდა.







0
566
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
566