x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
სომხური ჯგუფი, რომელმაც უნიკალური იდენტობა შექმნა – სისტემის ისტორია
image

შესავალი

მეტალ ჯგუფი სახელად System Of A Down შეიქმნა 1994 წელს, გლენდეილ, კალიფორნიაში.მისი დამაარსებლები და შემდგომი წევრები არიან ვოკალისტი სერჟ ტანკიანი, გიტარისტი დერონ მალაკიანი, ბასისტი შავო ოდაჯიანი და დრამერი ჯონ დოლმაიანი, რომელიც ცოტა მოგვიანებით, 1997–ში დაემატა.ჯგუფმა თავიანთი ფაქტობრივად ოცწლიანი კარიერის მანძილზე ბევრს მიაღწიეს. System Of A Down-ს მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 12 მილიონზე მეტი ალბომი.ჯგუფმა 2006 წელს მოიგო გრემი საუკეთესო ჰარდ როკ სიმღერის კატეგორიაში. რასაკვირველია, პოპულარობა და წარმატება დიდი ნაწილია ნებისმიერი მუსიკოსა ან ჯგუფისათვის, თუმცა მხოლოდ კომერციული მიღწევებით შეუძლებელია ამ ჯგუფის ნამდვილი ღირებულებისა და მნიშვნელობის დადგენა. ამისთვის საჭიროა მათი შემოქმედების ღრმად შესწავლა.

image

უნიკალური მუსიკალური სტილი

System Of A Down-ის მუსიკა პირდაპირ კავშირშია ჯგუფის წევრების წარმომავლობასთან. თითოეული წევრი გახლავთ სომხური წარმოშობის და ისინი ემიგრანტები აღმოჩნდნენ ამერიკაში, ფაქტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჯგუფის შექმნაში, რადგან სერჟი, დერონი და შავო ერთ სომხურ სკოლაში სწავლობდნენ, სადაც გაიცნეს ერთმანეთი. ისინი დიდად აფასებენ თავიანთი სამშობლოს კულტურას, ამიტომ მათ შემოქმედებაში ნათლად ჩანს სომხური ხალხური მუსიკის გავლენა. მაგალითად, სიმღერებს, როგორებიცაა Soil, Science, Peephole, Aerials და სხვა მრავალი, აქვთ განსაკუთრებული, განსხვავებული მელოდიურობა და რითმები, როგორიც დამახასიათებელია აღმოსავლური მუსიკისთვის. სასიამოვნო და დასამახსოვრებელ მელოდიებს უეცრად ცვლის მძიმე მეტალის აბსოლუტურად ქაოსური კომპოზიცია. მათი მუსიკა შეიცავს თეატრალურ და დადაისტურ ელემენტებს, რომლის პირველად მოსმენისას მსმენელი ჭკუიდან იშლება, რადგანაც ასეთი რამ არასოდეს არ გაუგონია. სერჟ ტანკიანს, ვოკალისტს, აქვს აბსოლუტურად უნიკალური ხმა. მას შეუძლია როგორც წყნარი და სასიამოვნო მელოდიების შესანიშნავად შესრულება, ჰიპ–ჰოპის სტილში ტექსტის სწრაფად წაკითხვა და ასევე მძიმე მეტალისთვის დამახასიათებელი „გროული“(Growl). System Of A Down-მა საინტერესო პირველი შთაბეჭდილება მოახდინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერზე, რიკ რუბინზე, რომელთანაც შემდგომ ხუთივე ალბომი ჩაწერეს: „მახსოვს პირველად, რომ ვნახე მათი კონცერტი, ლოს–ანჯელესში... მახსოვს, რომ კონცერტის განმავლობაში უბრალოდ ვიცინოდი, მთელი კონცერტი ვიცინოდი, ეს იყო ყველაზე სასაცილო რამ რაც კი ოდესმე მინახავს, არა დამამცირებლად.კარგი გაგებით. ძალიან ექსტრემალური იყო. სომხური ხალხური ცეკვები მძიმე მეტალთან ერთად“ (BBC Radio 1, 2014). System Of A Down უნიკალურია იმით, რომ შეუძლებელი მათი ერთ რომელიმე ჟანრში მოქცევა. მათ ძირითადად უწოდებენ ნიუ–მეტალ ჯგუფს უმეტესად დროის პეროიდს გამო, რომელშიც მათ პოპულარობა მოიპოვეს. სინამდვილეში ფაქტობრივად არაფერი აქვთ საერთო სხვა ნიუ–მეტალ ჯგუფებთან, როგორებიც იყვნენ Limp Bizkit, Korn, Linkin Park და ა.შ. System-ამ შეძლო ის, რაც ძალიან ცოტა მუსიკოსს გაუკეთებია. სომხური ფოლკლორის, მძიმე მეტალისა და ექსპერიმენტალური როკის შეერთებით შექნეს აბსოლუტურად უნიკალური ჟღერადობა, რომელიც შეუძლებელია ნებისმიერ სხვაში აგერიოს.image

ლირიკული თემატიკა


ანალოგიურად მუსიკასთან ლირიკაც მჭიდრო კავშირშია ჯგუფის წევრების წარმომავლობასთან. 1915-17 წლებში მომხდარი ოსმალების მიერ სომეხი ხალხის გენოციდი პირდაპირ შეეხო სერჟ ტანკიანის ოჯახს. ამ ტრაგედიის მსხვერპლი მისი ბაბუა გახდა. ასევე ზოგადად სომეხმა ხალხმა ბოლო საუკუნეში დიდი გაჭირვება და დევნა განიცადეს, დღემდე განიცდიან.ეს ტრამვა გადადის თაობიდან თაობაზე. ამის გათვალისწინებით მარტივი გასაგებია ჯგუფი რაზეც დაწერდა სიმღერებს. ძირითადად პოლიტიკური და სოციალური ტექსტებითაა გაჯერებული მათი სიმღერები. System-ამ მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის სიმართლის მიტანა. თვალის ახდა იმ უსამართლობებისთვის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ხდება.მაგალითად, სიმღერა Holy Mountains დაწერილია თურქეთზე, რომელმაც გენოციდის სახით უდიდესი დანაშაული ჩაიდინა არა მარტო სომეხი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე:

„Someone’s mouth said “Paint them all red’’

Liar!

Killer!

Demon!

Back to the River Aras “(System of a Down – Holy Mountains, n.d.)

აღსანიშნავია ძალიან ემოციური სიმღერა Soldier Side, რომელშიც აღწერილია ჯარისკაცების თავგანწირვა და მათი ოჯახების უდიდესი გლოვა.სიმღერაში ასახულია ომის გარდაუვალობა და ტრაგიკულობა:

„They were crying when their sons left, God is wearing black(ისინი ტიროდნენ როცა მათი შვილები წავიდნენ, ღმერთი შავითაა მოსილი)

He’s gone so far to find no hope, he’s never coming back(მან ვერ იპოვა იმედი, იგი ვერასოდეს დაბრუნდება უკან)

They were crying when theirs sons left, all young men must go(ისინი ტიროდნენ როცა მათი შვილები წავიდნენ, ყველა ახალგაზრდა უნდა წავიდეს)

He’s come so far to find the truth, he’s never going home”(იგი მივიდა სიმართლემდე, იგი ვერასოდეს დაბრუნდება სახლში) (System of a Down – Soldier Side, n.d.)

ასევე მათი სიმღერები მოიცავს თემებს, როგორებიცაა ამერიკის სამართლებრივი სისტემის პრობლემები(Prison Song), პოლიციის ძალადობა(Deer Dance), ტელევიზიისა და მედიის მიერ ხალხის გონების დეგრადაცია(Violent Pornography) და ა.შ.image

დასკვნა

მთლიანობაში System Of A Down შემიძლია ვაღიარო საკულტო ჯგუფად, რომელმაც დიდი მხარდაჭერა მოიპოვა მათი უცნაურობის გათვალისწინებით.ერთ–ერთი ბოლო მეინსტრიმ მეტალ ჯგუფია System-ა, რომლის შემდეგაც აღარ ყოფილა მძიმე მეტალი ასეთი პოპულარული მუსიკალურ მასებში.მათ წარუშლელი კვალი დატოვეს არა მარტო როკის, არამედ მთლიანად მუსიკის ისტორიაში. მათი მუსიკა ყოველთვის აქტუალური იქნება.უნდა დავაფასოთ ის ფაქტი, რომ ერთ დროში ვცხოვრობთ მათთან ერთად. ჩვენ მეორე System Of A Down აღარ გვეყოლება.


გამოყენებული წყაროები:

BBC Radio 1. (2014, June 23). Zane Lowe meets. . .. Rick Rubin [Video]. YouTube. https://www.youtube.com/watch?v=lUksi4RrrWo

System of a Down – Holy Mountains. (n.d.). Genius. https://genius.com/System-of-a-down-holy-mountains-lyrics

System of a Down – Soldier Side. (n.d.). Genius. https://genius.com/System-of-a-down-soldier-side-lyrics

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:საბა ჩიტიაშვილი
საბა ჩიტიაშვილი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0