x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არ დაესწრო გალაკტიონი ქართველ ავტორთა შემაჯამებელ შეხვედრას მოსკოვში?
პოეტური და ადამიანური ღირსება


...

მოსკოვში ქართველ ავტორთა დელეგაცია მრავალფეროვანი იყო.


მწერლები განსაკუთრებით იმ აუდიტორიებისკენ მიილტვოდნენ, სადაც მათი ვარაუდით მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელები ეგულებოდათ.



გალაკტიონი კი განცალკევებით იდგა – სასტუმროში ელოდებოდა ტელეფონის ზარს, თავის მხრიდან არავითარ ინიციატივას არ იჩენდა და თუ ვინმეს გაახსენდებოდა, მაშინ იღებდა მონაწილეობას ე. წ. კულტურულ ღონისძიებაში.


პოეტური და ადამიანური ღირსებით აღსავსე გალაკტიონი არც საბოლოო, შემაჯამებელ შეხვედრას დასწრებია კონსერვატორიის დიდ დარბაზში.


წინა დღეებში კი გაირკვა, რომ შემაჯამებელ საღამოს ნიკიტა ხრუშჩოვი უნდა დასწრებოდა და ღონისძიების შემდეგ ორდენების განაწილება დაიწყებოდა.


დიდი გაწამაწია ატყდა ქართველ მწერლებში, თუ ვინ უნდა გამოსულიყო საღამოზე სიტყვით, მისალმებით თუ ლექსით!


ერთმა ქართველმა პოეტმა წერილიც კი დაწერა, თუ საზეიმო კონცერტის პროგრამაში არ შემიტანთ, თავს მოვიკლავ, რევოლვერი აგერ მაქვსო.


აი, ასეთ ვითარებაში გალაკტიონმა, როგორც იტყვიან, მიაფურთხა ყველაფერს, ფეხი დაჰკრა და თბილისისკენ მოუსვა.


image
/მიხეილ ქვლივიძე/
0
336
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0