სხვა ვინ მართავს მსოფლიოს, ვინ გვმართავს ჩვენ?-კითხვა რომელზე პასუხი მე რა მაქვს 2022, 15 ნოემბერი, 18:31 საქართველოში და უკრაინაში მით უფრო ხშირად მიფიქრია თუ რა იწვევს ამდენ ომს, რაა მიზეზი იმისა რომ ამდენი უდანაშაულო ბავშვი, მოზარდი და უბრალოდ ადამიანი რომ ეწირება უაზრო ომებს!
ანალიზის უნარი ვფიქრობ მეტნაკლებად გამაჩნია, მაგრამ არგუმენტირებული პასუხი ვერ გავეცი ჩემსავე თავს. ენერგომატარებლების კონტროლის გამო რომ იწყება ხშირად ს ასედაც და ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ ჩვენ რატომ ვეხვევით ინტრიგის და პროვოკაციის მახე-აბლაბუდაში ეს კითხვა არ მასვენებს. მარტივ მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით, ქილაში რომ ჩასვათ 50 წითელი და 50 შავი ჭიანჭველა ერთად, არანაირ კომფრონტაციას არ ექნება ადგილი, ჭიანჭველები კომფლიქტის გარეშე იფუსფუსებენ ქილაში, მაგრამ როგორც კი ქილას ხელში ავიღებთ და შევაჯანჯღარებთ, ქილაში ეგრევე ომი დაიწყება, ჭიანჭველები ერთმანეთის ხოცვას დაიწყებენ. წითელი ჭიანჭველები ჩათვლიან რომ მათი შერყევის მიზეზი შავი ჭიანჭველები არიან და პირიქით, შავი ჭიანჭველები იფიქრებენ, რომ მათი დისკომფორტის მიზეზი წითელი ჭიანჭველებია და თავში არავის მოუვა აზრად, რომ მათი ომის და დისკომფორტის მიზეზი ქილის შემჯანჯღარებელია. ვინა "გვაჯანჯღარებს" ჩვენ?-აი ამ კითხვაზე დიდი ხანია ვეძებ პასუხს და ჯერ ვერ ვიპოვე სრულფასოვანი პასუხი. 76 5-ს მოსწონს |