x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
საიდუმლო გამჟღავნდა! რატომ დადიან დუბაიში ქალები შავებში, და მათ სიცხეშიც კი არ სცხელათ

image


პასუხი ბევრს შოკში ჩააგდებს! დუბაიში დასასვენებლად ჩასული ყველი ადამიანი შავი ფერის ტანსაცმელში შემოსილ ადგილობრივ არაბ ქალებს აუცილებლად შეამჩნევდა, მაშინ როდესაც ქალაქის ქუჩებში "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი თეთრი, გრძელი კაბებით გადაადგილდებიან.


image


უხსოვარი დროიდან არაბი მამაკაცებისთვის ქალი მხოლოდ მათ ჩრდილად ითვლება, შესაბამისად, მისი ვიზუალიც ასევე საკმაოდ მოკრძალებული უნდა იყოს, რათა ის ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ტრადიციული სამოსის შავი ფერი კი, ქალის ფიგურის კონტურების დამალვას ხელს უწყობს, ქალებისადმი ასეთი დამოკიდებულება მართალია ევროპელებს შოკში აგდებთ, თუმცა დუბაის მაცხოვრებლისთვის უცხო ადამიანთა მზერის მიპყრობა და მათი პერსონისადმი ინტერესის გაღვივება სასტიკად აკრძალული და მიუღებელია.

image


მაგრამ თუკი აღმოსავლურ ტრადიციებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მომდევნო ფაქტი სამყაროს დანარჩენ მოსახლეობას სრულ საგონებელში აგდებს: ზაფხულში დუბაიში ტემპერატურა როგორც წესი +45 გრადუსს სცდება, ხოლო შავი ფერი, როგორც თავადაც მოგეხსენებათ, მზის სხივებს განსაკუთრებით იზიდავს, ნუთუ არაბი ქალები ტანჯვისთვის არიან განწირულნი?


image


ერთი შეხედვით, შეიძლება მართლაც მოგეჩვენოთ, რომ ღამის ფერის ასეთ გრძელ სამოსში გამოწყობილი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სიცხისგან უნდა იყვნენ გათანგულნი. არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის ასე! ქალის ტრადიციულ, შავი ფერის სამოსში სულაც არ ცხელა, რადგან ის როგორც წესი, მაღალი ხარისხის აბრეშუმისგან არის შეკერილი, რომელიც როგორც სხეულისთვისაა სასიამოვნო, ასევე სიგრილის ეფექტსაც ქმნის.


image







0
4517
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4517