x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეს რა ”ნარცისულ-ნაცისტური” ტონალობაა ასე საკუთარ ოჯახებში ისაუბრეთ!" - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" პოზიციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციის არ გაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ არაჰუმანურობაში ამხელს. დეპუტატის თქმით, თეთრი ხალათი, ინდულგენცია არ არის და ისინი ვალდებულნი არიან საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ:


"ჟურნალისტის მიერ, (მითუმეტეს) ძალიან კორექტულად დასმულ კითხვაზე, არ პასუხი, ან ირონიით ზედამხედველის ტონით პასუხი, ან სრულიად უპასუხოდ დატოვება, აგდებით, ეს “მოდურია”?? “საოცნებოდემოკრატიის” ნაწილია?? ჰიპოკრატეს შეჰფიცეთ “პაივცემულებო” ასეთი არალმობიერი, არაჰუმანური და “არასამკურნალო” დამოკიდებულება პაციენტის ( მესამე პრეზიდენტის) ჯანმრთელობით დაინტერესებული საზოგადოების მიმართ?????


ეს რა ” ნარცისულ-ნაცისტური” ტონალობაა თუ შეიძლება ასე საკუთარ სახლებში-საკუთარ ოჯახებში ისაუბრეთ! პატივი ეცით მოქალაქეებს, მათ ინტერესს, პატივი ეცით ჟურნალისტებს, რომლებიც ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ, შრომობენ დღე და ღამე, რათა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას პირველწყაროდან!! თეთრი ხალათი, ინდულგენცია არ არის!!!


თეთრი გაქათქათებული საყელო არ განსაზღვრავს, არც პროფესიონალიზმს, არც ეთიკას, არც ზრდილობას, შეუძლებელია ზედამხედველის, ქედმაღლური ამპარტავნული, ამბიციური ტონალობით ვინმეს გამოჯანმრთელებაზე ან საერთოდ ვინმეს სიცოცხლეზე საუბრობდე. მთავარია ზოგადად ადამიანი გიყვარდეს, ჯანმრთელი თუ არაჯანმრთელი ! კლინიკა “ვივამედი”- ტონალობა, ტონალობა ქალბატონებო და ბატონებო !!!!!"- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.





0
526
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
526