x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გაგიკვირდებათ! რატომ ატარებენ დუბაიში არაბი კაცები იდეალურად სუფთა, თეთრ კაბებს?

image


თუ ოდესმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყოფილხართ ალბათ, შენიშნავდით რომ ადგილობრივი ქალები ყველაზე ხშირად შავ სამოსს ატარებენ, ხოლო მამაკაცები - თეთრს. დროა გავერკვეთ, საიდან გაჩნდა არაბ მამკაცებში გრძელ სახელოებიანი, თავისუფალი, თეთრი ტუნიკის ტარების ტრადიცია.


image


როგორც ირკვევა, ემირატების მკვიდრთა ეროვნული ჩაცმულობის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, და ასეთი არჩევანი კლიმატური პირობებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, დუბაი შუა უდაბნოში იქნა აშენებული, სადაც სიცხე მთელი წლის განმავლობაში +45 გრადუსამდე აღწევს და ქვიშის ქარიშხალიც ხშირია. სწორედ ამიტომ ეროვნული კოსტიუმის მთავარი ფუნქციაა - კანის მზისგან, თმის კი - მტვრისგან დაცვა.

image


ყველა ამ პირობას მამაკაცის ჩაცმულობა - კანდურა შეესატყვისება, რომელსაც ტრადიციულად, ბუნებრივი ქსოვილისგან კერავენ. ის თითქმის ყოველთვის თეთრი ფერის არის, რაც არაბებისთვის კეთილშობილებასთან, ღირსებასთან და სიწმინდესთან ასოცირდება. თეთრი ასევე კარგად ირეკლავს მზის სხივებს, ამიტომ ამ ფერის სამოსი იდეალურია ცხელი ამინდებისთვისაც.


image


სხვათა შორის, ზამთარში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების არაბებს შეუძლიათ სხვა ფერის - კრემისფერიდან დაწყებული ღია მწვანით ან ლურჯით დამთავრებული კაბების ტარებაც.


image


მამაკაცები ტრადიციულ სამოსს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან: იცავენ განსაკუთრებულ ეტიკეტს (ადაბს) და შენახვის პირობებს. ეროვნული ჩაცმულობის შიშველ ტანზე ჩაცმა არ შეიძლება, ამიტომ კანდურას ქვეშ არაბებს ყოველთვის სპეციალური პერანგი და შარვალი აცვიათ.


image


არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ყველა თავმოყვარე მუსლიმს გარდერობში 50-მდე ტრადიციული თეთრი კაბა მაინც აქვს, თუ არაბ მამაკაცს ტანსაცმელი ოდნავ მაინც დაესვრება, მან ის დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს და დასვრილი კაბა ქიმწმენდაში ჩააბაროს. არაბები ტანსაცმელს დღეში 2-3-ჯერ იცვლიან, ამიტომ საამიროების მაცხოვრებელს დასვრილ კანდურში თითქმის ვერსად შეხვდებით.






0
1202
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1202