x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მამაკაცი 5 წელი ყურში გაჭედილი ყურსასმენით დადიოდა და ეგონა დაყრუვდა
image

ექიმმა მამაკაცს ყურიდან ხუთი წლის განმავლობაში ჩარჩენილი ყურსასმენის ჯეკი ამოიღო, ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.



სამეფო საზღვაო ძალების ვეტერანი ბრიტანეთის ქალაქ უეიმუთიდან, დორსეტის საგრაფო, ხუთი წლის განმავლობაში დადიოდა ყურში ჩარჩენილი ყურმილის ჯეკით და ეგონა, რომ დაყრუვდა.


უოლეს ლი თვლიდა, რომ მისი სმენის პრობლემები გამოწვეული იყო სამსახურით, რადგან ის მუშაობდა ხმაურიან საავიაციო ინდუსტრიაში. მისი კიდევ ერთი ვარაუდი სიყრუის მიზეზებთან დაკავშირებით რაგბის თამაშისას მიღებული ძველი ტრავმა იყო.



სახლის ენდოსკოპის შეძენის შემდეგ ყურში პატარა თეთრი ობიექტი შენიშნეს.


მამაკაცი ექიმთან მივიდა, მან კი უცხო საგანი პინცეტით ამოიღო. ექიმი გაოგნებული დარჩა, როცა დაინახა, რა იწვევდა ყურის ბლოკირებას. ეს გახლდათ ყურსასმენის ჯეკი .


უოლეს ლიმ ივარაუდა, რომ ყურასმენი თვითმფრინავში ყოფნის დროს გაეჭედა.


„ხუთი წლის წინ ავსტრალიაში გავემგზავრე ოჯახის მოსანახულებლად. მე ვიყიდე პატარა ყურსასმენი, რომელზეც სხვადასხვა ზომის ჯეკების წამოცმა შეიძლებოდა ”- თქვა მან.


როგორც ჩანს, ამ ბალიშებიდან ერთ-ერთი ყურში ჩარჩა. მოგზაურობის შემდეგ მამაკაცმა შენიშნა, რომ სმენა გაუუარესდა. კაცს დაეწყო შიშები, რომ საბოლოოდ დაყრუვდებოდა. ბრიტანელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში არაერთხელ სცადა ყურების გასუფთავება, მაგრამ უშედეგოდ.

image

ყურიდან უცხო საგნის ამოღების შემდეგ, ლის სმენა მკვეთრად გაუმჯობესდა.


”მე მაშინვე გავიგე ყველაფერი, რაც ოთახში ხდებოდა. ნისლი, რომელიც ჩემს თავში იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, მაშინვე გაქრა და მშვენივრად მესმოდა. ეს ისეთი შვება იყო!” -განაცხადა მან

0
168
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0