x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოში ყველაზე ღრმა წერტილი- ჩელენჯერის უფსკრული (+ფოტოები)
image

მარიანას ღრმული, იგივე მარიანას თხრილი, 1875 წელს აღმოაჩინა ბრიტანულმა კვლევითმა გემმა სახელად Challenger-მა. პირველად მან შეისწავლა ამ თხრილის ფსკერი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, “ღრმა წყლის ლოტით". ეს გახლავთ წყლის სიღრმის საზომი ხელსაწყო, რომელზეც მობმულია თოკი, მასზე დატანილი მრიცხველის ნიშნებით და დაახლოებით 30 კილოს იწონის, რომელიც თანდათან იშლება წყალში, თოკის დაჭიმვით შესაძლებელია განსაზღვრო, როდის ეხება ლოტი ფსკერს.


კვლევის შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ ყველაზე ღრმა წერტილში, ფსკერი ოკეანის ზედაპირიდან 8367 მეტრის მანძილზეა.


1951 წელს, ჩელენჯერ 2-ზე ბრიტანულმა ახალმა ექსპედიციამ, ექო-სმენის გამოყენებით დაადგინა უფსქკრულის სიღრმე. ფსკერის სიღრმე იცვლება მისი ტოპოგრაფიის მიხედვით. ამის შემდეგ პლანეტის ყველაზე ღრმა წერტილს ეწოდა ჩელენჯერის უფსკრული.



ქვედა ფოტოზე მოცემულია როგორ დაეშვება სპეციალური მოწყობილობა ოკეანეში, სადაც 2 ადამიანია მოთავსებული შვეიცარიელი მეცნიერი, ჟაკ-პიკარდი და აშშ-ს საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი დონ უოლში. ეს იყო 1960 წლის 23 იანვარს, ადგილობრივი დროით, 08:23 საათზე დაიწყო ნელი ჩასლა სიბნელეში. 4 საათისა და 43 წუთის შემდეგ მოწყობილობა შეეხო ფსკერს. მკვლევარებმა ფსკერზე გაატარეს 20 წუთი, ამასობაში გადაიღეს უამრავი ფოტო, გაზომეს ტემპერატურა, ასევე დაინახეს პატარა თევზი, რომელიც უცნაური შესახედაობის იყო. მაღლა ასვლას 3 საათი და 27 წუთი მოანდომეს.


image

ფოტოზეა ჟაკ პიკარდი და დონ უოლში

image

2012 წლის 26 მარტს, ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი ჯეიმს კამერონი დათანხმდა მარიანას ღრმულში ჩასვლას, კაბინაში შესაძლებელი იყო მხოლოდ 1 პილოტის ყოფნა, ის შეიცავდა უახლოეს სამეცნიერო აღჭურვილობებს, 3D კამერებს, ასევე საშუალება ჰქონდა წყლის ქვეშ 56 საათი დარჩენილიყო. ამ კაბინის შექმნას თითქმის 7 წელი დასჭირდა, მშენებლობა კი კერძო ავსტრალიურმა კომპანიამ განახორციელა.


მარიანას თხრილის შესწავლისას, კინო რეჟისორმა უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღო, ასევე მანიპულატორების დახმარებით აიღო ნიადაგის სინჯები, შემდეგ მოგვიანებით გაირკვა, რომ მეცნიერებისთვის უცნობი მიკროორგანიზმები იყო.


ამ დროისთვის ჯეიმს კამერონი არის მესამე და უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ღრმულის ფსკერზე ჩავიდა.


ქვემოთ იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები

image1)რუკა, რომელიც აჩვენებს თუ რა ხდება დედამიწის სიღრმეში

2)ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილი საოცარი არსება!

3)სოკოს საოცარი კომპოზიციები (+ფოტოები)

4)იაპონელი მყვინთავისა და თევზის 25-წლიანი მეგობრობა

5)მედუზას ჩიფსები, რატომაც არაა??

0
707
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
707