x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ექვსთითიანი გიგანტების რასა

ბრაიტონის სიახლოვეს (ტენესის შტატი, აშშ), კლდეებში შემორჩენილია ადამიანის ფეხის ტერფის უზარმაზარი კვალი, რომელსაც ფეხზე 5-ის ნაცვლად, 6 თითი ჰქონდა. თუმცა, ყველაზე მთავარია ის არის, რომ კლდე, რომელზეც ეს კვალია დაფიქსირებული, მეზოზოური ერით არის დათარიღებული (230 – 65, 5 მლნ. წ). ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შორეულ ეპოქაში, დედამიწაზე, დინოზავრებთან ერთად, ადამიანებიც ცხოვრობდნენ. ხოლო, ნაკვალევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი სიმაღლე, მინიმუმ 6 მ. მაინც უნდა ყოფილიყო.


image


ამ აღმოჩენის გარდა, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ამერიკის კონტინენტი, წარსულში, გოლიათებით იყო დასახლებული:

1833 წელს ჯარისკაცები, რომლებიც ლომპოკის რანჩოსთან (სანტა ბარბარას ოლქი, კალიფორნია) დენთის სარდაფისთვის, ორმოს თხრიდნენ, ცემენტირებულ ხრეშს წააწყდნენ. მის ქვეშ კი, ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომლის სიმაღლე 3, 65 მ. იყო. ჩონჩხის გვერდით უზარმაზარი ქვის ცულები, მოჩუქურთმებული ნიჟარები და გაპრიალებული ფილები ეწყო, რომლებიც გაუგებარი სიმბოლოებით იყო გაფორმებული. ხოლო, ამ ადამიანის სიმაღლეზე მეტად, ყურადღებას ის იქცევდა, რომ ამ მას კბილების 2-2 რიგი ჰქონდა.

imageროდესაც ადგილობრივი ინდოელების ტომებმა აღმოჩენისთვის რელიგიური მნიშვნელობის მინიჭება დაიწყეს, ხელისუფლება, საშიში კულტის გაჩენის შიშით, ნეშტის ფარულად დაკრძალვა, სხვა ადგილას უბრძანა, რომელიც მოგვიანებით დავიწყებას მიეცა და აღმოჩენა მეცნიერებისთვის დაიკარგა.

თუმცა, ამერიკის კონტინენტებზე არაერთი უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა, რომელმაც საგონებელში ჩააგდო ორთოდოქსულ შეხედულებების მეცნიერები.

1925 წ. უოკერტონთან (ინდიანას შტატი) მკვლევართა ჯგუფმა უძველესი «ინდური ბორცვი» გათხარა და რვა პრეისტორიული გიგანტის ჩონჩხი აღმოაჩინა, რომლებსაც სპილენძის ჯავშანი ეცვათ, ხოლო სიმაღლე, საშუალოდ 2, 74 მ. იყო. ძვლებისა და ჯავშნის ადგილსამყოფელი, ამჟამად უცნობია.

გარდა ამისა, ამერიკულ ფოლკლორს, რომელიც ევროპელებამდელი პერიოდით თარიღდება, შეუძლია გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდოს ამ უზარმაზარი ძვლების შესახებ.

imageმაგ., ახალი ინგლისის დელავერის ტომი აცხადებს, რომ მათი წინაპრები დასავლეთ რეგიონებში, ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთიდან გადმოვიდნენ. მათი ლეგენდების თანახმად, მდინარე მისისიპის გადაკვეთიდან, მალევე, ისინი გიგანტების რასას შეხვდნენ, რომლის წარმომადგენლებიც, საკუთარ თავს, ალიგევს უწოდებდნენ (მდინარე ალიგენს და ალეგენის მთებს, სახელი სწორედ მათ პატივსაცემად შეარქვეს).

როცა ინდიელებმა, მათ ალიგევების მიწაზე გავლის ნებართვა სთხოვეს, გიგანტებმა უარი უთხრეს. ამიტომ, დელავარებმა მათ წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ისინი დაამარცხეს და რეგიონიდან განდევნეს. შესაძლოა, სწორედ ეს არის, ჩრდილოეთ ამერიკაში, გიგანტური ნაშთები «გაბნევის» მიზეზი – ინდიელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, გოლიათები დაიქსაქსნენ და საცხოვრებლად, კონტინენტის სხვადასხვა რეგიონი აირჩიეს. ფაქტია, რომ ამერიკის კონტინენტზე, უკვე უამრავ სამარხია აღმოჩენილი და თავის რიგს, კიდევ არაერთი «ელის».


image

არხის სხვა სიახლეები:


* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (I ნაწილი)

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (II ნაწილი)



0
910
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
910
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0