x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში სხვისი საშვილოსნოს გაჭრის და ბავშვის გატაცების გამო ქალს სიკვდილით დასჯიან
image


ნაფიცმა მსაჯულებმა საზარელი დანაშაული უმაღლესი სასჯელით შეაფასეს-ქალს სასიკვდილო ინექციას გაუკეთებენ.


ტეხასის ქალაქ ნიუ-ბოსტონში მომხდარი ამბავი იმდენად საშინელი ჩანს, რომ მისი რეალობის დაჯერება ძნელია. უფრო მეტიც, ის მოერგება რომელიმე ძალიან შემზარავ საშინელებათა ფილმს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა და ყველაფერი მოხდა 2020 წლის ოქტომბერში, თუმცა საქმე მხოლოდ ახლა დასრულდა.



29 წლის ტეილორ რენე პარკერს შვილის გაჩენა არ შეეძლო. სიცოცხლისთვის საშიში სიმსივნის გამო მას საშვილოსნო ამოაჭრეს. თუმცა, მამაკაცმა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, ამის შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან სურდა ბავშვის გაჩენა.


დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა გაცივდა და პარკერი პანიკაში ჩავარდა, იმის შიშით, რომ სიმართლის გაგების შემთხვევაში მისი პარტნიორი სამუდამოდ მიატოვებდა მას. მით უმეტეს მამაკაცმა უკვე იპოვა სამსახური სხვა შტატში და აპირებდა წასვლას მინიმუმ ერთი წლით.


სწორედ ამის შემდეგ ამერიკელი ქალის თავში გიჟური გეგმა მომწიფდა.


მან გადაწყვიტა ორსულობა გაეთამაშებინა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აცნობა სამუშაოდ წასულ პარტნიორს, რომ "იმ ღამეს, მე და შენ ეს გამოგვივიდაო". რამდენიმე თვის განმავლობაში პარკერი ნაცნობების თვალწინ ცრუ გაბერილი მუცლით ჩნდებოდა, თანაც თანდათან ზრდიდა ზომაში. მაგრამ არა მხოლოდ ეს: ის აქტიურად აზიარებდა თავის „სიხარულს“ სოციალურ ქსელებში და როგორღაც ახერხებდა ულტრაბგერითი მონაცემების გაყალბებასაც. დარჩა იდეის დასკვნითი ნაწილის განხორციელება - ბავშვის „გაჩენა“. მაგრამ საავადმყოფოში ან სადმე სხვაგან ბავშვის გატაცების საშუალება არ იყო.


imageფოტოზე: პარკერი ცრუ ფეხმძიმობის დროს



პარკერმა გადაწყვიტა მისი მიღება... პირდაპირ ფეხმძიმე ქალის სხეულიდან.


საუბედუროდ, მის ნაცნობებს შორის აღმოჩნდა 21 წლის რეიგან მიშელ სიმონს-ჰენკოკი. ის მხოლოდ 35 კვირის ორსული იყო და ემზადებოდა, რომ მალე ისევ ახალგაზრდა ბედნიერი დედა გამხდარიყო.


მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მასაც და მის დაუბადებელ ქალიშვილსაც სულ რამდენიმე დღეღა რჩებოდათ სიცოცხლე.


პარკერმა გულდასმით უყურა რამდენიმე ვიდეოს ინტერნეტში, სადაც 35 კვირის ორსულზე საკეისრო კვეთის შესახებ რჩევებს იძლეოდნენ.


ამის შემდეგ მან წვეულება გამართა, სადაც განაცხადა, რომ გოგონას ელოდება და მეორე დღეს ოკლაჰომას შტატში, იდაბელის საავადმყოფოში სამშობიაროდ მიდიოდა.


სამაგიეროდ, მეორე დილით ის ესტუმრა სიმონს-ჰენკოკს სახლში, რადგან იცოდა, რომ ქალი მარტო იყო.


მომენტი გამოიყენა და ფეხმძიმე ქალს თავს დაესხა. დამატებითი დეტალებზე საუბარი არ ღირს, ისეთი საშინელია. ჯერ უბედურ პარკერმა თავი ჩაქუჩით გაუჩეჩქვა, შემდეგ კი დანით 100-ზე მეტი ჭრილობა (!) მიაყენა. ბოლოს სკალპელით შეიარაღებულმა მკვდარი ქალის საშვილოსნოდან ბავშვი ამოჭრა.


imageფოტოზე: რეიგან მიშელ სიმონს-ჰენკოკი.



მალე სიმონს-ჰენკოკის დედამ პოლიცია გამოიძახა და თქვა, რომ ვიღაცამ მოკლა მისი ქალიშვილი. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ იპოვა ქალის ცხედარი, რომელსაც მუცლის არეში დიდი ჭრილობა ჰქონდა, გადაჭრილ საშვილოსნოში ბავშვი არ იყო. უცებ გადაწყდა, რომ გაეჩერებინათ და შეემოწმებინათ ქალაქში მოძრავი ყველა მანქანა.(ნიუ-ბოსტონი პატარა ქალაქია, (ჩვენი კრიტერიუმით დიდი სოფელი) 6 000 მაცხოვრებლით) ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა პარკერი. პოლიციის დასკვნაში ჩაწერილი იყო, რომ მას "ბავშვი კალთაში ეწვინა, რა დროსაც ჭიპლარი ისევ იყო დაკავშირებული პატარასთან".


ორივე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა სწრაფად დაადგინეს, რომ პარკერი საერთოდ არ უმშობიარია. პატარა გოგონა კი სამწუხაროდ გარდაიცვალა.

image

სასამართლოზე ნაფიც მსაჯულებმა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში იმსჯელეს და ერთსულოვანი განაჩენი გამოიტანეს: „დამნაშავეა“! შემდეგ მათ ასევე შესთავაზეს სასტიკი მკვლელისთვის სასჯელის გამოტანა. საჭირო იყო არჩევანის გაკეთება უვადო პატიმრობასა და სიკვდილით დასჯას შორის, რაც ტეხასში არ არის აკრძალული. აქ კი გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო – „სიკვდილით დასჯა“.

image

2
467
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
467
  
2022, 23 ნოემბერი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2