x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აპირებდა თუ არა ხრუშჩოვი ქართველების გადასახლებას?
image

გასული საუკუნის 50-60 წლებში საქართველოში დადიოდა ხმები, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი ქართველების გასახლებას აპირებდა, ამაზე გახსოვთ ალბათ ნოდარ დუმბაძის ცნობილი ხუმრობა, როდესაც თბილისში მაგრად აცივდა და დიდი თოვლიც მოვიდა.გადაიხედა თურმე ფანჯრიდან ნოდარ დუმბაძემ და ჩაილაპარაკა:-ე ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა ამ უპატრონომ, რაღაც არ გავს საქართველოსო.


ხრუშჩოვს რომ ქართველები არ ყვარებოდა ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, ბოლო-ბოლო ამისთვის მარტო სტალინის და ბერიას პერსონებიც კმარა, რომელთა მიმართ შიში და სიძულვილი ერთდროულად ჰქონდა და პლუს ამას მათგან დამამცირებელ დაცინვასაც იტანდა.ამ მოსაზრებას ამყარებდა 1956 წლის სისხლიანი 9 მარტიც, ქართველები ფიქრობდნენ, რომ ხრუშჩოვმა სტალინის და ქართველების გამო მოაწყო სასაკლაო.


აპირებდა თუ არა ქართველების გასახლებას?ამის შესახებ რაიმე დოკუმენტები ან ჩანაწერები არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე მოწმე, რა დროსაც ნიკიტა ხრუშჩოვი პირად საუბარში ქართველებს გასახლებით ემუქრებოდა, სწორედ ამის შესახებ გვექნება საუბარი.



ერთი შემთხვევა არის აღწერილი ისტორიკოს დევი სტურუას მემუარებში, მას 1961-1970 წლებში ცეკას ერთ-ერთი მდივნის თანამდებობა ეჭირა, იმ პერიოდში ის მჟავანაძესთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნება იყო:

image

"1962 წლის ზაფხული იყო, ერთ დღეს ვასილ მჟავანაძესთან საუბარი გვიანობამდე გაგრძელდა, მოულოდნელად სამთავრობო ტელეფონმა დარეკა.ვასილ პავლოვიჩმა ყურმილი აიღო, ერთ წუთში ის საშინლად გაფითრდა, ხელით მანიშნა მივახლოვებოდი და მომესმინა რა ხდებოდა ყურმილის იქით, მე მაშინვე ვიცანი ხრუშჩოვის გამყინავი და რკინისებური ხმა:"თურქებთან მოგინდათ?!"-ყვიროდა ნიკიტა სერგეევიჩი-"თურქებთან გინდათ შეერთება?!" -ამას მოჰყვა უშვერი სიტყვებით გინება და ლანძღვა, მჟავანაძე ამაოდ ცდილობდა ხრუშჩოვისთვის აეხსნა, რომ თურქები საქართველოს ისტორიული მტრები იყვნენ და ასეთი აზრი არასდროს არავის მოუვიდოდა. "ვაგონებში ჩაგყრით და გაგასახლებთ! ეშმაკსაც წაუღიხართ!"-ღრიალებდა ყურმილში ხრუშჩოვი, რის შემდეგაც ყურმილი დაკიდა.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხრუშჩოვს გადასცეს მის სახელზე გაგზავნილი წერილი, ვინმე სამხრეთ კორეელი იუნი თურმე წყალტუბოში ისვენებდა და მან ადგილობრივების საუბრიდან გამომდინარე დაასკვა, რომ ქართველებს თურმე თურქებთან შეერთება სურდათ.


"ჩემი აზრით ეს იყო უხეშად შეთითხნილი ყალბი დოკუმენტი, რომელიც ხრუშჩოვს გადასცეს, კგბ-ს ხელმძღვანელის, ალექსი ინაურის უშაულო ბრძანებით დიდხანს ეძებეს ის ვითომ სამხრეთ კორეელი მაგრამ ვერ აღმოაჩინეს"-წერს სტურუა.


მეორე ამბავი მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი ბაქრაძე ალმანახ „კინოში“ გამოაქვეყნა.

ეს ამბავი თვით. ვ. პ. მჟავანაძეს ჰქონია მოთხრობილი ზეპირად, კინემატოგრაფიის მუშაკთა ვიწრო წრეში, სადაც მწერალი აკაკი ბაქრაძეც ესწრებოდა:

image


მჟავანაძეს ხრუშჩოვმა დაურეკა და უთხრა: საქართველოში მცხოვრები ყველა ქართველი მოამზადეთ ციმბირში გადასასახლებლად, განკარგულება გაცემულია, მზად არის ჯარიც და ვაგონებიც.

მჟავანაძე დაიბნა, ისღა მოახერხა, რომ იხუმრა „მერე რა, ციმბირიც საბჭოთა მიწაა და სადაც უნდა გაგვასახლოთ, მაინც ქართველებად დავრჩებით“. იმავე დღეს იგი მოსკოვში გაფრინდა და სახლში ეწვია ხრუშჩოვს.


არავითარმა ხვეწნა-მუდარამ არ გასჭრა, ნიკიტა სერგის ძე თავისას არ იშლიდა: „რამ შეგაშფოთა ასე, ციმბირშიც ცენტრალური კომიტეტის მდივანი იქნებიო“, ამშვიდებდა ხრუშჩოვი.


ვასილ პავლეს ძე იძულებული გახდა დაეჩოქა, ფეხებში ჩავარდნოდა და მუხლებზე მოხვეოდა. ხმაურზე ხრუშჩოვის მეუღლე ნინა პეტროვნა გამოვიდა. მჟავანაძე ახლა ქალს შეევედრა, გვიშველე რამე, ქართველებს ციმბირში გასახლებას გვიპირებსო.


ნინა პეტროვნა აუჩქარებლად მივიდა ხრუშჩოვთან და გაშლილი ხელით ქალური ძალღონით ლეწა სახეში. პერანგის საყელოში წაავლო ხელი და ტელეფონთან მიიყვანა, დარეკე ახლავე და უთხარი ვისაც საჭიროა, რომ გახეთქილი მთვრალი იყავი და იხუმრე.


საბედნიეროდ, ნიკიტა ხრუშჩოვს ნინა პეტროვნასი ეშინოდა."




ცნობილი მონადირის, ტარიელ კაპანაძეს მოგონებებიდან-ის, 1954 წლიდან 1972 წლამდე ვასილ მჟავანაძის ერთ-ერთი ერთგული მეგობარი და დიდი ნადირობის ჟამს მაღალი რანგის სტუმრების მასპინძელი გახლდათ

image


"მთელი ღამე არ მეძინა. მართალია, თავისი ოთახიდან აღარ გამოსულა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც მას უძინია. მეორე დილით, 10 საათზე, ინაური და ჯავახიშვილი ჩამოვიდნენ. მე საუზმეს ვამზადებდი – ჩაი, ყველი, კარაქი. კარი არ მიმიხურავს და მათი საუბარი მესმოდა. მჟავანაძე ამბობს: „ხრუშჩოვმა მითხრა, ყველაფერი გამზადებულია – კუსტანაი, აკმოლინსკი, ცელინოგრადი და ქართველები იქ უნდა გაგასახლოთო”... ეს რომ გავიგონე, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ვუსმენ, ვერც კარს ვხურავ და ვერც საუზმის გასაშლელად შევდივარ. „მერე იერიშზე გადმოვიდა, – განაგრძო მჟავანაძემ, – მე ვუთხარი: ახლავე რომ გაგვასახლოთ, სისხლი დაიღვრება. მომეცი ექვსი თვის ვადა, ხალხს შევამზადებ-მეთქი. ექვსი თვე გეყოფაო? – მკითხა ხრუშჩოვმა. სავსებით-მეთქი და, აი, ჩამოვედი თქვენთან. ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. ახლა გაოცება არაფერს უშველის. მარჯვედ უნდა ვიყოთ, პანიკა საჭირო არ არის. ამ ინფორმაციამ ხალხში არ უნდა გაჟონოს”.


თურმე, როდესაც მჟავანაძე ხრუშჩოვთან იყო, აფხაზეთის დელეგეცია ჩასულა. პავლოვიჩმა იცოდა, რომ, აფხაზები მოსკოვში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ, რა საკითხზე – არ იცოდა. მჟავანაძეც მის კაბინეტში იყო, როცა ხრუშჩოვს დაურეკეს და უთხრეს – აფხაზეთის დელეგაციას შემოსვლა უნდაო. მჟავანაძეს უთქვამს: წავალ, უხერხულია, რომანოვთან შევალო. არაო, – არ გაუშვია ნიკიტას. შემოვიდნენ აფხაზები და ნიკიტა მიეგება – ვიცი, რატომაც ჩამოხვედითო. აფხაზებს გაუხარდათ. „ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, – იგივე გაიმეორა ნიკიტამ, რაც მჟავანაძეს უთხრა, – წადით შუა აზიაში, ყაზახეთში, ცელინოგრადში. აფხაზები ისეთი ხალხი ხართ, იქაც მოიყვანთ ციტრუსს, – დაუცინია ნიკიტას – იცხოვრეთ ისე, როგორც ავტონომიას შეეფერება, არაფერი შეიცვლება”... თურმე აფხაზები კარისკენ უხმოდ, უკან-უკან წავიდნენ. ეს ყველაფერი იმ დილით მოვისმინე. ხრუშჩოვი სიმთვრალეში მუდამ ქართველების გასახლებით იმუქრებოდა, მაშინაც მთვრალი იყო, ალბათ. ვასილ პავლოვიჩი სულ ამ ჭირვეული ლოთის მორჯულებაში იყო."

3
987
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
987
  
2022, 12 ნოემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 11 ნოემბერი, 14:19
თუ ეს სიმართლეა, და ალბათ, ასეც არის, მჟავანაძეს და ხრუშჩოვის ცოლს ძეგლი უნდა დავუდგათ :)
2022, 11 ნოემბერი, 14:16
რუსეთი გვინდა, ერთმორწმუნე ძმები არიან, მასონები კი არა
0 1 3