x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ მწერებს აქვთ ეაკულაცია იმდენად ძლიერი რომ მისი ხმა შეიძლება ადამიანმაც კი გაიგოს?

image


მამრი და მდედრი ფუტკრის შეჯვარება მაღლა ჰაერში, მიწიდან დაახლოებით 10-40 მეტრზე ხდება. თავად პროცესი გრძელდება არაუმეტეს 5 წამისა და ის იმდენად ძლიერი, ფეთქებადი ეაკულაციით სრულდება – რომ მისი გაგება მიწაზე ადამიანსაც კი შეუძლია. ამის შემდეგ მამრ ფუტკარს ენდოფალოსი ძვრება და ის დედა ფუტკრის საშვილოსნოში რჩება, თავად კი იღუპება. დიახ, მამრ ფუტკარს მხოლოდ ერთი ფუნქცია გააჩნია - დედა ფუტკრის განაყოფიერება.


Убийственная любовь в животном мире: новости,  животные,  любовь,  смерть,   домашние животные


დედა ფუტკარი რამდენიმე (6-8) მამრთან წყვილდება, ამიტომ სკიდან მისი გამოფრენა შეიძლება განმეორდეს, ეს მხოლოდ თბილ ამინდში ხდება, როცა ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ 25 გრადუსს აღწევს. დედა პუტკარს გარკვეული რაოდენობის (5-7 მილიონი) სპერმა სჭირდება, თუ ერთი გამოფრენის დროს ის სპერმის საჭირო რაოდენობას ვერ იღებს, მაშინ პროცესი მეორდება. საინტერესოა, რომ დედა ფუტკარს ფრენა მხოლოდ გასანაყოფიერებლად ან ნაყართან ერთად სკიდან გამოფრენისთვის სჭირდება, მთელ დანარჩენ დროს კი ის როგორც წესი, სკაში ატარებს.


image


სწორედ დედა ფუტკრის ხარისხზეა დამოკიდებული ოჯახის სიძლიერე და პროდუქტიულობა, რასაც ძირითადად მის მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა და მემკვიდრეობით გადაცემული სანაშენე ღირსებები განსაზღვრავს.


image


ერთი ოჯახის ფუტკრები თავისიანებს ფერომონების საშუალებით არჩევენ, ამიტომ სხვა ოჯახის ფუტკრის მოხვედრა სკაში გამორიცხულია - მას უბრალოდ სკიდან ჩხუბით აგდებენ. ფუტკრების მთავარი კანონი - ოჯახის დაცვაა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი.






0
538
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
538