x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"სიკვდილამდე" ცნობილმა ტელესკოპმა 200 ასტეროიდი აღმოაჩინა: ისინი დედამიწისკენ მოფრინავენ
image

დიდი საერთაშორისო გუნდის ასტრონომებმა მოამზადეს ყველაზე სრულყოფილი მოხსენება კოსმოსური საფრთხეების შესახებ, რაც კი ოდესმე ყოფილა. მათ მასში აღნიშნეს ყველაფერი, რაც აჩვენა პუერტო რიკოში მდებარე ობსერვატორიის რადიოტელესკოპმა, რომელიც ორი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდებს. ამ რადარმა, მისი ანტენის გიგანტური თეფშის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, გადასცა მონაცემები 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე. ისინი საბოლოოდ დამუშავდა და მას უწოდეს უნიკალური. ეს მონაცემები გამოქვეყნდა Planetary Sciences Journal-ში.





დაკვირვების შედეგად ნაპოვნია 191 ასტეროიდი, რომლებიც ემუქრებიან დედამიწას. მიღებულია ამ მოულოდნელი სტუმრების რადარის სურათები. აქედან 70 ასტეროიდი, რომელთა დიამეტრი დაახლოებით კილომეტრია, ყველაზე საშიშ ასტეროიდებს შორისაა. მათი ტრაექტორია დადგენილია - ჯერჯერობით დაახლოებით. ყველა "ახლად აღმოჩენილი" ასტეროიდი დაფრინავს დედამიწის მახლობლად და დროდადრო კვეთს ჩვენი პლანეტის ორბიტას.



ანუ, ისინი შეიძლება ოდესმე დაეჯახოს პლანეტას. თუმცა მომდევნო 100 წლის განმავლობაში ეს არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი გათვლები დამამშვიდებელია. თუმცა, ვერავინ იძლევა გარანტიას. არც ისე შორეულ მომავალში შეჯახების ალბათობა სრულად გამოთვლილი არ არის. გათვლებში გაურკვევლობა გამოწვეულია გაზომვების უზუსტობით და იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი ასტეროიდის ტრაექტორია შეიძლება შეიცვალოს.



image



„ჩვენ გავაგრძელებთ არესიბოს ობსერვატორიაში შეგროვებული მონაცემების ანალიზს.“-აცხადებს ანა ვირკი ფინეთის ჰელსინკის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული რეპორტაჟი შეადარეს "დიდ მხატვრულ ფილმს "ტიზერს".




როგორც გაირკვა, სხვა ასტეროიდებს შორის ორი უზარმაზარი ბურთი მიფრინავს დედამიწისკენ - უცნაური ბურთები როგორც მათ ეძახდნენ. ან ობიექტი 2017 YE5, ასტრონომიული თვალსაზრისით. ბურთები თითქმის ერთიდაიგივე ზომისაა. ერთი ბურთის დიამეტრი 800 მეტრია, მეორისა კი 900 მეტრი. აქამდე მეცნიერებს მსგავსი არაფერი უნახავთ.


image


ორმაგი ასტეროიდები, რა თქმა უნდა, არც ისე იშვიათია - მაგალითად, დიდიმუსი და დიმორფი, რომელთაგან ერთ-ერთს DART-ის (Double Asteroid Redirection Test) მისიის აპარატით დარტყმით ტრაექტორია შეაცვლევინეს. ყველა ცნობილი წყვილი არათანაბარია - იგივე დიდიმუსი 780 მეტრია, ხოლო, მისი თანამგზავრი დიმორფი 160 მეტრია. ისე, რომ ორი უხეშად თანაბარი ასტეროიდი გვერდიგვერდ მიფრინავდეს - უპრეცედენტო ფენომენია .. თუ ისინი დუბლით დაეჯახებიან პლანეტას ეს დიდი დარტყმა იქნება.



image

სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დარტყმა, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრებს "სამყაროს დასასრული" მოუყვნა, ასევე, ორმაგი იყო. ჯერ დედამიწას 15 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი, ხოლო, ცოტა ხანში 400 მეტრიანი „თანამონაწილე“ შეეჯახა.


0
159
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0