x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქეთი დოლიძეს „კანონიერმა ქურდებმა“ 100 წითელი ვარდი გაუგზავნეს - რას იხსენებს რეჟისორი
image

.

რეჟისორი ქეთი დოლიძე "რუსთავი 2"-ის გადაცემა “ღამის პრაიმ ტაიმში” იხსენებს, რომ მისი საავტორო ფილმის “კუკარაჩას” პრემიერის შემდეგ, შავი სამყაროს წარმომადგენლებს ფილმი იმდენად მოეწონათ, რომ რეჟისორსს კანონიერმა ქურდებმა 100 ცალი ვარდი გაუგზავნეს.

.


“მახსოვს მამა იყო სახლში, ამოვიდა ვიღაც პატარა ბიჭი, 15 წლამდე იქნებოდა, გავაღე კარები და დამხვდა უზარმაზარი წითელი ვარდები 100 ცალი. შემდეგ დავდექით, დავთვალეთ და გადავანაწილეთ... შიგნით იყო პატარა ბარათი: “დიდი მადლობა ქეთი, გენაცვალე… საქართველოს ქურდები”.

.

ზაზა კოლელიშვილის პერსონაჟი ნაწარმოებში ძალიან მურტალია და მე მაშინ ბატონ ნოდარს ვუთხარი: არ შემიძლია მე ასეთი რამეები, ეკრანზე მიყვარს ლამაზი ხალხი მეთქი. მინდოდა სიმპათიურ მსახიობს ეთამაშა მურტალოს როლი და ნოდარი დამეთანხმა, მეც მიყვარს ეკრანზე ლამაზი ხალხიო”, – იხსენებს ქეთი დოლიძე.

,

პირველად ეს ნაწარმოები ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა. მამა იწვა უკვე და რომ წაიკითხა, მომეცი ტელეფონიო მითხრა, ნოდარას უნდა დავურეკოო. „რა ქენი ნოდარა ეს, რა კარგი რამე დაგიწერია ბიჭოო“. სთხოვა მომეცი უფლება მე დავდგა ეს სცენაო. ჩემს ქალიშვილს დავიხმარებო.

.

საქმე იმაშია, რომ ფილმი კუკარაჩას ბოლო ვერსია, ის საათი და 40 წუთი, ბოლო ვარიანტი არც მამას უნახავს და არც ნოდარ დუმბაძეს. ორივეს ვაჩვენე შავი, დასრულებული დიდი მასალა, მაგრამ ფილმი ვერ ნახეს. როცა ნოდარმა უყურა, ჩამეხუტა და მითხრა, ესაა ქეთევანა, ეს მე ვარო., “ - იხსენებს ქეთი დოლიძე.


.

1
704
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
704
  
2022, 12 ნოემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1