x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 დაუჯერებელი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე
სამყარო დაუჯერებელი ფაქტებისგან შედგება. ქვემოთ ათიოდე მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც თქვენს გაოცებას გამოიწვევს:


1. ვერნერ ფორსმანი იყო მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოში პირველმა განახორციელა კათეტერის ჩადგმა გულში. ვინაიდან მას აეკრძალა ეგზომ სარისკო ექსპერიმენტის განხორციელება პაციენტებზე, მეცნიერმა მეთოდი… საკუთარ თავზე გამოცადა! ის მკლავიდან გულში ჩადგმული მილაკით დადიოდა საავადმყოფოს რენტგენული გამოკვლევების განყოფილებაში. სწორედ იქ გადაიღო რენტგენული სურათი, რომელიც ამტკიცებდა, რომ გულის კათეტერის ჩადგმა ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია. იმ “რისკის” გამო, რასაც ფორსმანი ვითომ ადამიანთა სიცოცხლეს უქმნიდა, ის საავადმყოფოდან დაითხოვეს. სამაგიეროდ საკუთარი მიღწევისთვის, რომელმაც დედამიწაზე მილიონობით ადამიანი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, 27 წლის შემდეგ მედიცინის დარგში მან ნობელის პრემია მოიპოვა.


2. მსოფლიოს მასშტაბით დღეში სულ მცირე 12 ჩვილს შეცდომით აძლევენ სხვა მშობლებს.


3. უკანასკნელ 3000 წელიწადში მხოლოდ 268 წელი არსებობდა, როცა დედამიწაზე ომი არ იყო.



4. 1923 წელს ნიუ-იორკის დოღზე პირველი ადგილი გარდაცვლილმა მხედარმა დაიკავა. მხედარმა სრბოლის დროს გულის ინფარქტი მიიღო და ცხენმა მისი გვამი ფინიშამდე მიიტანა.


ბომბი


5. თანამედროვე ატომურ ბომბს იმდენად საშინელი დამანგრეველი ძალა გააჩნია, რომ ლონდონში მისი აფეთქების შემთხვევაში ბერლინში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრეოდა.


6. ისლანდიას, გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ჭიანჭველები არ არიან.


საშინელება


7. საშინელებათა ფილმების სერიის, “პარანორმალური აქტივობების” პირველი ნაწილის ბიუჯეტი 15 ათასი დოლარი იყო, მაგრამ მისმა შემოსავალმა 194 მილიონი დოლარი შეადგინა.


8. ადამიანს, რომელიც სოციალურ ცხოვრებას სრულად არის გამოთიშული და სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ აქვს, იაპონიაში “ჰიკიკომორი” ეწოდება.


9. ნინტენდოს “მარიოს, ” რომელიც საქართველოში 90-იან წლებში უპოპულარულესი თამაში იყო, სახელი მარიო სეგალის მიხედვით ეწოდა. მარიო სეგალი იყო კაცი, რომელმაც ის სახლი გააქირავა, სადაც ნინტენდო მუშაობდა.


თება


10. “წმინდა რაზმი” - ასე ეწოდებოდა ძველი ბერძნული ქალაქის, თებეს სპეცრაზმს, რომელიც მთლიანად გეებისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთის პარტნიორები იყვნენ. ეს სპეცრაზმი ერთ-ერთი უძლიერესი იყო ძველი საბერძნეთის ისტორიაში, რადგან პარტნიორები ერთმანეთის სიცოცხლეს ბრძოლებში მედგრად იცავდნენ.

2
1267
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1267
  
2022, 19 ნოემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2