x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მსოფლიოს უდიდესი საკვებად ვარგისი სოკო და მისი გასაოცარი საიდუმლო
ჩვენთან ევროპაში საკვებად ვარგისი სოკოების აბსოლუტური უმრავლესობა მცირე ზომისაა, თუმცა დასავლეთ აფრიკასა და ზამბიაში არსებობს საჭმელი სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მართლაც უზარმაზარია. მისი ქუდი 1 მეტრამდეა დიამეტრით. მას მეცნიერები Termitomyces titapicus-ს უწოდებენ.


საქმე იმაშია, რომ ტერმიტომიცესი იზრდება ვეებერთელა აფრიკული ჭიანჭველების - ტერმიტების ბუდის თავზე და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ის საკვებად ტერმიტების ფეკალიებს იყენებს და თავის მხრივ მცენარეულ საკვებს ტერმიტებისთვის ნუგბარად გარდაქმნის. სოკოს სიკვდილის და ლპობის შემდეგ კი საკუთრივ ტერმიტებიც იყენებენ მას საკვებად. გარდა ამისა, სოკო ტერმიტებს სიცხისა და წვიმის წყლის ჩადინებისგანაც იცავს. მაგრამ მაინც რატომ იზრდება ის ასეთი დიდი ზომის?


სოკო


საქმე იმაშია, რომ ტერმიტები თავად უვლიან სოკოს და ორგანული სახეობის სასუქით ამარაგებენ მას. მრავალი ათასი ტერმიტი ყოველდღიურად რუდუნებით ზრუნავს საიმისოდ, რათა სოკო ტერმიტომიცესს არაფერი მოაკლდეს. თუმცა მისი გიგანტური ზომა მხოლოდ ამით არ არის განპირობებული. ტერმიტომიცესს უბრალოდ ძალიან სჭირდება რაც შეიძლება ფართო სპორები, რათა რაც შეიძლება ბევრმა ტერმიტმა გამოკვებოს ის დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში.



ტერმიტომიცესი უგემრიელესი სოკოა და მხოლოდ ერთ ქუდს მთელი აფრიკული ოჯახის გამოკვება თავისუფლად შეუძლია. აფრიკელი შემგროვებლებისთვის ის განსაკუთრებული ნუგბარია და ადამიანებიც დაუზარელად კრეფენ მას და არც მოწამვლის ეშინიათ: უბრალოდ შეუძლებელია, უზარმაზარი ტერმიტების სოკო რომელიმე სხვა სოკოში აგერიოს.


სოკო

2
318
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
318
  
2022, 3 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2