x
image
თამილა გურაშვილი
2022 წლის ყველაზე საშინელი კლიმატური ანომალიები

image
კაცობრიობა ახლა ისტორიაში ყველაზე ცხელ ათწლეულს განიცდის, არქტიკამ დაკარგა 1, 5 მილიონი კვადრატული კილომეტრი კმ ყინული და მსოფლიო ოკეანის დონე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ადრე. ასეთი აპოკალიფსური სურათი დახატეს გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ექსპერტებმა.


ეს არ არის პროგნოზი - სამწუხაროდ, გრეტა თუნბერგსაც კი ვერ გააკვირვებთ საშინელი პროგნოზებით გლობალური დათბობის თემაზე. ეს არის დიაგნოზი, მოხსენება დედამიწის კლიმატის მდგომარეობის შესახებ 2022 წლისთვის იანვრიდან სექტემბრის მონაცემებით. მოხსენება მომზადებულია კლიმატის გლობალური სამიტისთვის COP27-თვის, რომელიც გაიხსნა 7 ნოემბერს ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში 200 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციის მონაწილეობით რუსეთის ჩათვლით. სამიტი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც პოლიტიკოსები, ეკონომისტები და კლიმატოლოგები განიხილავენ, არის კომპენსაციის გაცემა ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებული ზიანისთვის.


მაშ, რა აშინებს გაეროს კლიმატის მეცნიერებს?



image


- ყველაზე ცხელი 10 წელი - დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 2022 წელს 1, 15 გრადუსით მეტია, ვიდრე გლობალური დათბობის ეპოქამდე (შეადარეთ 1850-1900 წლების მონაცემებს).


თუმცა, ეს წელი ნამდვილად არ იქნება ყველაზე ცხელი ისტორიაში - დიდი ალბათობით, მხოლოდ მე-5 ან მე-6 იქნება. მიუხედავად რეკორდული სიცხისა ევროპასა და ჩინეთში და 40 გრადუსიანი სიცხის პირველი შემთხვევისა ინგლისში.


მსოფლიოს მეტეოროლოგირი ორგანიზაციის თანახმად, ეს არ იძლევა მოდუნების საბაბს. ახლა პლანეტა გაცივდა ელ-ნინიოს ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ფენომენით, როდესაც ეკვატორულ წყნარ ოკეანეში წყალი უეცრად ჩვეულებრივზე ცივი ხდება. ელ-ნინიო მუშაობს მთელ მსოფლიოში, როგორც ცივი კომპრესი მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტისთვის.


ათწლეული 2013 წლიდან 2022 წლამდე ყველაზე ცხელია ისტორიაში. ამ 10 წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 1, 14 გრადუსით მეტია, ვიდრე მე-19 საუკუნეში იყო. თუ ავიღებთ 2011-2022 წლების მაჩვენებლებს, ანომალია იყო 1, 09 გრადუსი.



- მომატებული ზღვის დონე - მსოფლიო ოკეანის დონე სულ რაღაც წელიწადნახევარში - 2020 წლის იანვრიდან - 10 მმ-ით გაიზარდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებლები.


”ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ მილიმეტრებზე წელიწადში, მაგრამ საუკუნეში ზღვის დონე 1 მეტრით აიწევს და ეს გავლენას მოახდენს სანაპირო ქალაქების მილიონობით მაცხოვრებელზე.” - გვაფრთხილებს მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი.


ზღვა არამარტო იზრდება, არამედ თბება. ოკეანეების ნახევარმა (55%) განიცადა მინიმუმ ერთი სიცხის ტალღის დარტყმა 2022 წელს. ადრე სიცხის ტალღების დარტყმა მხოლოდ ატმოსფეროში ხდებოდა, ახლა ზღვაზეც ხდება.




image



- ნაკლები ყინული - ყინული ორივე პოლუსზე დნება. არქტიკაში, 2022 წლის სექტემბერში, ზღვის ყინულის ფართობი საშუალოზე 1, 5 მილიონი კვადრატული კილომეტრით შემცირდა, ანტარქტიდაში კი 1 მილიონით. იქ ყინულის ფართობი იზომება თებერვალში, როდესაც ის მინიმალურია სამხრეთ ნახევარსფეროში.


ამ დროს შარმ ელ-შეიხში კლიმატის გამო ტურისტებისთვის ადგილი აღარ რჩება ბედის ირონიით, გლობალური დათბობის სამიტი იმართება წითელი ზღვის სანაპიროებზე, სადაც ტურისტები დაფრინავენ მხოლოდ სიცხისა და მცხუნვარე მზის გამო.



დამსვენებლებმა უკვე შენიშნეს ეფექტი. დიდია მოთხოვნა სასტუმროს ნომრებზე. ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, შარმ ელ-შეიხის სასტუმროებში ადგილები უბრალოდ არ არის დარჩენილი. მიუხედავად ამისა, COP27-ის გულისთვის კურორტზე 62 ათასი ადამიანი გაფრინდა! ბევრი სასტუმრო ემსახურება მხოლოდ ოფიციალურ დელეგაციებს, ტურისტები არ მიიღება 18 ნოემბრამდე.




0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0